| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N142 საჯარო სკოლაში „ამერიკული კულტურის ზამთრის სკოლის“, საზეიმო დახურვა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
ცერემონიალი 4 მარტს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ „ამერიკული კულტურის ზამთრის სკოლა“, „დებატების კლუბის“, ინიციატივით გაიხსნა და მას მხარი დაუჭირა წიგნების მაღაზიამ - „ბიბლუსი“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტში მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაეცნენ ჯეკ ლონდონის ცხოვრებას, მის შემოქმედებას, იდებატეს არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე. გაეცნენ ამერიკის ისტორიას, შექმნეს ილუსტრაციები, „სქრეჩი“ და ელექტრონული წიგნი.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდებმა, აკადემიურ ცოდნასა და კულტურულ გამოცდილებასთან ერთად შეივსეს ინგლისური ენის ლექსიკური მარაგი.
ზამთრის სკოლაში მეცადინეობებს უძღვებოდბენ, პედაგოგები: ეკატერინე ტაბატაძე, ნანა მაჩიტიძე, მაია აფციაური, თინათინ სტურუა და ინგა ფირანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მხარდამჭერმა - „ბიბლუსმა“ მოსწავლეებს გაუგზავნა ყველა საჭირო რესურსი და წიგნები ამერიკული კლასიკური ლიტერატურიდან, მათ შორის: „თეთრი ეშვი“ და „სამთა გული“. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ კი, პროექტის დახურვაზე მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას