| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოზარდებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით ანებივრებენ.
დაწყებითი კლასების და სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პედაგოგის ანა სეხნიაშვილის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის შაშში სასკოლო ოლიმპიადა მოეწყო, რომელიც მათი ინტელექტუალური უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურებოდა.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები (I-VI) მონაწილეობდნენ. თამაში საინტერესოდ წარიმართა. შაში ყურადღების კონცენტრაციას, ფიქრსა და სხარტ აზროვნებას მოითხოვს, რასაც მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები - I ადგილი მესამეკლასელმა საბა არსენაძემ დაიკავა, II ადგილზე - ნინო აბუთიძე (მესამე კლასი) გავიდა, III ადგილი კი მეორეკლასელი ანა კოკოლაშვილს ერგო.
გამარჯვებული მოსწავლეები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას