სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში დედის დღეს ამაღელვებელი ღონისძიება მიეძღვნა
12-03-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც დედების მიმართ პატივისცემის გამოხატვასა და მათი ამაგის აღნიშვნას ისახავდა მიზნად.

სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. II ზ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ლელა გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, დედებს ღონისძიება „დედის თვალებით ვხედავ სამყაროს“ მიუძღვნეს.

„მათ დედიკოებს ერთი ლამაზი დღე აჩუქეს - მშობელთა კრებაზე მოსულებს ლიტერატურული კომპოზიციითა და სახალისო აქტივობებით დახვდნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა აღნიშნულ დღეს, დედები თბილი, ლამაზი სიტყვებით დაახასიათეს და მათ მიმართ სიყვარული, პატივისცემა გამოხატეს.

„დედიკოები უცრემლოდ ვერ უცქერდნენ აჭიკჭიკებულ პატარებს, ვიდეოკლიპებს, ფოტოკოლაჟებს და ისმენდნენ წრფელი გულით ნათქვამ ყველაზე ძვირფას სიტყვებს: „დედიკო, მიყვარხარ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ბოლოს, მასწავლებელთან და დედებთან ერთად, ჰაერში ბუშტები გაუშვეს.

აქტივობებში მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ, რამაც ეს ღონისძიება მეტად ემოციური და საინტერესო გახადა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

















კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება