სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველა სიკეთის დედაა ქალი“ - ტრადიციად ქცეული კვირეული წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში
11-03-2024
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ტრადიციული საგაზაფხულო კვირეული გაიმართა, რომელიც დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს ეძღვნებოდა. 

კვირეული სახელწოდებით - „ყველა სიკეთის დედაა ქალი“ მრავალფეროვან, საინტერესო აქტივობებს მოიცავდა.       
                       
კვირეულის ფარგლებში, I,II,III,IV  კლასების მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზიით შექმნეს მისალოცი ბარათები და ასე გაუთბეს დედებს გულები.

აქტივობას ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძე ხელმძღვანელობდა. 

„მიყვარხარ, დედა!“, - ეს სიტყვები იქცა მე-7 კლასის მოსწავლეთა მთავარ გზავნილად დედებისთვის.

მოსწავლეებმა თავად დაამზადეს მრავალფეროვანი მისალოცი ბარათები, „დაძებნეს ყველაზე ლამაზი, ყველაზე სათუთი, ყველაზე საგულისხმო სიტყვები და თაიგულად შეკრეს, ნიშნად გულწრფელი სიყვარულისა და პატივისცემისა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

აღნიშნულ აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ჯავახაძე ხელმძღვანელობდა.  

მე-9 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილი დაუთმეს დედებისადმის სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას.

ბავშვებმა დედებს გულწრფელი წერილები მისწერეს, სადაც აღნიშნეს დედის მნიშვნელობა მათ ცხოვრებაში. გამოხატეს მადლიერება და ყველაზე საყვარელ ადამიანებს უსურვეს ბედნიერი დედობა.

მოსწავლეებმა წერილები გამოაქვეყნეს სათაურით - Mum is the word (დედა სამყაროა). მათი ინგლისური ენის მასწავლებელი იულია კუხალაშვილი გახლავთ.

„დედის სიყვარული ყოვლისშემძლეა!“, - სწორედ ამ თემას მიეძღვნა შეკრება, რომელიც მკითხველთა კლუბის წევრებთან ერთად გაიმართა.

ბავშვებმა წაიკითხეს ოტია იოსელიანის - „დედის ზღაპარი“ (წიგნიდან „დაჩის ზღაპრები“). მოსწავლეებმა გულღიად ისაუბრეს დედაშვილურ სიყვარულზე, სითბოთი და სიყვარულით გაიხსენეს ძვირფას დედიკოებთან ურთიერთობის ეპიზოდები. 

პატარებმა ღონისძიების დასასრულს ერთად შეასრულეს სიმღერა დედაზე. მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელი ხათუნა ქუთათელაძე გახლავთ. 

კვირეულის ბოლო დღეს, მე-4 საჯარო სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა ნამუშევრების  თემატური გამოფენა სახელწოდებით -  „ქალი-სიკეთის დარი“, აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა.

გამოფენას, ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება