| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში, მოსწავლეების საინტერესო ინიციატივებში ჩართვასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, მოსწავლეები ესტუმრნენ ფოტოგამოფენას, თემაზე - „შუქი მოვიდა“.
გამოფენა MAC Georgia-ს ინიციატივით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის და ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მხარდაჭერით მოეწყო.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ არსებული მითების დამსხვრევა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ფოტოების დათვალიერება და მათი ისტორიების მოსმენა.
მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიცაა გაეროს 2006 წლის კონვენცია, რომლის ძირითადი მიზანია, დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.
ფოტოსესიის შემდეგ, მოსწავლეებს, პრეზენტაციის სახით, პროექტის ხელმძღვანელებმა - ქეთი ჯანაშვილმა და ელენე ბერაძემ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნეს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა პროექტში ჩართვას ხელმძღვანელობდნენ და მათ მეგზურობას უწევდნენ კლუბის -„ბიოტექნო“ აქტიური წევრები და ხელმძღვანელი პედაგოგი ხათუნი ასანიძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას