სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვეცნობით და ვიცავთ კულტურულ მემკვიდრეობას“ - ბოხვაურის საჯარო სკოლაში მხატვარ გერონტი ღლონტის შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
11-03-2024
-
+


მხატვარზე, რომელსაც აკადემიური განათლება არ აქვს, იტყვიან თვითნასწავლიაო. გერონტი ღლონტს კი ყველგან თვითნაბად მხატვრად მოიხსენიებენ. მისი ფერ-ტილოები თუ გრაფიკული ნამუშევრები, ტოლს არ უდებენ კლასიკური განათლების მქონე მხატვრების შედევრებს.

გერონტი ღლონტის ნამუშევრები დაცულია სახელმწიფო ფონდებსა და კერძო კოლექციებში: ოზურგეთში, მოსკოვში, პეტერბურგში, უკრაინაში, ისრაელში, პოლონეთში, მეგობართა ოჯახებში.

გამორჩეული, განსხვავებული და ბუნებრივი ხელწერის გამო, გერონტი ფიროსმანისთვის შეუდარებიათ და ასე გაჩნდა მისი მეტსახელი „ოზურგეთელი ნიკალა“.

7 მარტს, გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის  საჯარო სკოლაში, ესგ-ის პრიორიტეტების ფარგლებში მიმდინარე სასკოლო პროექტის - „ვეცნობით და ვიცავთ კულტურულ მემკვიდრეობას“, მორიგი აქტივობა განხორციელდა და არამატერიალური მემკვიდრეობა - გერონტი ღლონტის, „ოზურგეთელი ნიკალას“, სკოლის აღზრდილისა და  ხელოვნების ყოფილი მასწავლებლის მიერ შექმნილი ფერ-ტილოებით წარმოჩინდა.

ღონისძიება ფილოლოგიის დოქტორის, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებლის, თამარ ყურაშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო. შემოქმედებასთან ერთად, მხატვრის ამაღელვებელ  ბიოგრაფიულ მასალებზე გამახვილდა ყურადღება და მასწავლებელთა, მოსწავლეთა, თემისა და ფართო საზოგადოების ჩართულობით წარიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: გერონტი ღლონტის ოჯახის წევრები, მეგობრები, საგანმანათლებლო სფეროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება