სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული შემაჯამებელი გაკვეთილი 
11-03-2024
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საგაზაფხულო არდადეგებს წინ მიღებული ცოდნა შეაჯამეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

კლასის დამრიგებელმა - ნინო გოგიაშვილმა I კლასში ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეების დიაგნოსტიკა.

მასწავლებელმა საგანგებოდ მიიწვია მშობლები, რათა მათ თავად შეეფასებინათ შვილების უნარები და შესაძლებლობები.

ამასთან, დედებმა დედის დღე შვილების გვერდით გაატარეს და მათი სასკოლო ცხოვრება გაიზიარეს.

მოსწავლეებმა აჩვენეს საკუთარი ცოდნა და დედიკოებიც კმაყოფილი დატოვეს. მათ გამოავლინეს ლოგიკური აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარები, ყველა აქტიურად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში და მასწავლებლისაგან შესაბამისი უკუკავშირიც მიიღეს. ბედნიერი მომავალი მათ და მრავალი ლამაზი გაზაფხული დედიკოებთან ერთად.

სკოლაში მასწავლებელს მადლობას უხდიან მოსწავლეების განათლებაში ჩადებული შრომისთვის. 

„ნინო მასწავლებელს უღრმესი მადლობა გაწეული შრომისათვის და პატარების წარმოჩენისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება