სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროექტები და კვლევის ანალიზი - საკითხები, რომლებიც დირექტორობის მსურველებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ
10-03-2024
-
+


დირექტორთა ტესტირება დასასრულს უახლოვდება - 17 საათზე აპლიკანტებისთვის საგამოცდო დრო ამოიწურება; როგორც შევიტყვეთ, საკითხები შეეხებოდა კვლევებს, ავტორიზაციის სტანდარტს, შრომის კოდექსს, ესგ-ს... კონკურსანტების ნაწილი უკვე გამოვიდა ტესტირებიდან და etaloni.ge-სთან განიხილა, რთული იყო თუ არა საგამოცდო საკითხები.

„სწორია მინისტრის გადაწყვეტილება - დირექტორს სწავლების გამოცდილება უნდა ჰქონდეს“... - გამოცდამდე პლიკანტები etaloni.ge-სთან საუბრობენ

ახმედ გაჯიევმა აღნიშნა, რომ პროექტების შესახებ საკითხები შედარებით რთული იყო, თუმცა არა დაუძლეველი:

„საკმაოდ რთული, თუმცა საინტერესო იყო ტესტებზე მუშაობა. განსაკუთრებით მერთულა საკითხები პროექტების შესახებ, რაც ახლა მახსენდება... თუმცა დაუძლეველი არ ყოფილა. იმედი მაქვს, ყველაფერს კარგად გავართვი თავი“;

„ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რთული იყო, თუმცა გარკვეული საკითხები ღიად დავტოვე -  ძირითადად კვლევის ანალიზს რაც შეეხებოდა. სხვა დანარჩენზე: ტესტურ ნაწილზეც და ღია კითხვებზეც ვიმუშავე... იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. რომ შევაჯამო, დაუძლეველი სირთულის ტესტი არ ყოფილა“, - გვითხრა კიდევ ერთმა აპლიკანტმა.

სამაგიეროდ, დირექტორობის მორიგი კანდიდატი ტესტირებიდან უკმაყოფილო გამოვიდა და სინანულით გვითხრა, იმაზე რთული საკითხები შემხვდა, ვიდრე ველოდიო: „საკმაოდ რთული იყო, იმაზე მეტად, ვიდრე ველოდი… ვფიქრობ, სრულფასოვნად მაინც ვერ შევძელი ჩემი უნარების წარმოჩენა, პირველად ვიყავი გამოცდაზე და მღელვარებაც მქონდა. რაც შეეხება უშუალოდ საკითხებს, კვლევის ანალიზი იმდენად არ გამჭირვებია, რამდენადაც ბოლო საკითხები, რომლებიც პროექტებს ეხებოდა, თუმცა ღიად არც ერთი დამიტოვებია, ვეცადე ყველაფერზე პასუხი გამეცა“, - საბოლოოდ მაინც ოპტიმისტურ ნოტაზე დაასრულა ჩვენთან საუბარი დირექტორობის მსურველმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ ოთხფეხა მეგობრებისთვის, დასუფთავების სამსახურის დახმარებით, სახლი განთავსდა

პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება