სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 სკოლის მე-7 კლასელთა ხელოვნებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი და მათი შექმნილი კომპოზიციები
08-03-2024
-
+


„ინტეგრირებული გაკვეთილი იძლევა საშუალებას მოსწავლეები შევაჩვიოთ სინთეზურ აზროვნებას, მოწაფეს ეხმარება, ერთი საგნის წინარე ცოდნა გამოიყენოს მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად. საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და ამაღლებს მოტივაციას. ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტურობას განაპირობებს ის, რომ მოსწავლე საკითხს განიხილავს სხვადასხვა დისციპლინის კუთხით, ამყარებს საგანთა შორის კავშირებს, საკითხს განიხილავს როგორც ერთ მთლიანობას, ახდენს საგანთა შორის ტრანსფერს“, - აღნიშნავენ აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში, სადაც აღნიშნული ტიპის გაკვეთილებს ხშირად მიმართავენ. 

ახლახან, ხონის N2 საჯარო სკოლის VIIა კლასში (კლასის დამრიგებელი ლელა გორდაძე) ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი, ორი საგნის - ხელოვნების (მასწავლებელი ია კინწურაშვილი) და კომპიუტერული ტექნოლოგიების (მასწავლებელი თამარ ჩხენკელი) დაკავშირებით.

მოსწავლეებმა შეთავაზებული ნამუშევრებიდან - ნიკო ფიროსმანის - „უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი ბავშვით“, დავით კაკაბაძის - „ კომპოზიცია“ და რენე მაგრიტის - „ჰორიზონტის საიდუმლოებები“, აირჩიეს ერთი, მოიძიეს ინტერნეტში და შეინახეს კომპიუტერში, შემდეგ გადაიტანეს სახატავ პროგრამაში - Paint, სურათიდან ამოჭრეს ფიგურები, გადაიტანეს Word-ის ტექსტურ რედაქტორში და ფიგურებისგან შექმნეს სხვადასხვა სახის კომპოზიცია: ფრიზული, სიმეტრიულად გაწონასწორებული, დინამიკური და ფრაგმენტული. ბოლოს ნაუშევრები შეინახეს.

მოსწავლეებისთვის აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა და წარმატებით გაართვეს თავი. 

მოსწავლეებს მიეცათ დავალებაც: იგივე სამუშაო შეასრულონ ფორმატზე, დაბეჭდონ მათი არჩეული ნამუშევარი, მერე დაჭრან ფრაგმენტებად და მითითებული კომპოზიციები შექმნან თაბახის ფურცელზე წებოს გამოყენებით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება