სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჟიული შარტავას ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
08-03-2024
-
+


7 მარტს, ჟიული შარტავას, საქართველოს ეროვნულ გმირს, 80 წელი შეუსრულდებოდა. ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა და სასკოლო საზოგადოებამ პატივი მიაგო გმირის ხსოვნას.

საღამოს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის - „განათლება და სამაყარო“ წარმომადგენლები. 

მოსწავლეებმა აფხაზური „ვარადოს“ ჰანგებზე წაიკითხეს მარიკა ბერძენაძის „აფხაზ მამამძუძეს“, შოთა ნიშნიანიძისა და გალაკტიონ ტაბიძის აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსები.

მე-9 კლასის მოსწავლემ „გააცოცხლა“ ეროვნული გმირი და წაიკითხა დღიურის ჩანაწერები, რომელიც 1993 წლის 26 და 27 სექტემბრის მოვლენებს ასახავდა. ემოციამ გააერთიანა დამსწრე სასკოლო საზოგადოება და მოწვეული სტუმრები. აფხაზურმა ცეკვამ ააღელვა მაყურებელი.

„ეს ემოცია იმედს გვაძლევს რომ ჩვენ დავბრუნდებით და შევძლებთ ერთად მშვიდობის შენებას“,- აღნიშნავენ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება