| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მათი ინტელექტის ამაღლებასა და საინტერესო ღონისძიებებით სასწავლო პროცესის გახალისებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში აქტიურად ეწყობა ინტელექტუალური თამაშები, რომლებიც მოსწავლეებს ძალიან უყვართ და დიდი ინტერესით ერთვებიან.
სკოლაში, მოსწავლეებისთვის არაერთხელ გამართულა თამაში - „რა? სად? როდის?“ და როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაშს ყოველთვის დიდი მუხტი მოჰქონდა. როდესაც თამაშს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები უყურებდნენ მათაც უჩნდებოდათ თამაშის სურვილი.
მიმდინარე წლის 27 თებერვალს, XI კლასის მოსწავლეების ინიციატივითა და ორგანიზებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ინტელექტუალური თამაში.
მოსწავლეებით დაკომპლექტდა სამი გუნდი - „მგლები“, „არწივები“ და „სპაიდერმენები“, თამაშის ბოლოს კი, გამარჯვება, გუნდმა - „სპაიდერმენებმა“ მოიპოვეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაშს დიდი ინტერესი მოყვა, მონაწილეები ყურადღებით ისმენდნენ დასმულ შეკითხვებს და სხარტად სცემდნენ პასუხს.
აღსანიშნავია, რომ თამაშის მიზანი იყო მოსწავლეებს ესწავლათ ყურადღებით და დაკვირვებით მოსმენა, გუნდური მუშაობა და სხარტი აზროვნება.
თამაშის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ