სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაზაფხულის ზეიმი“ სორმონის საჯარო სკოლაში
07-03-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, კი გაზაფხულის შემობრძანება იზეიმეს. ამასთან დაკავშირებით, თემატური ღონისძიება მოეწყო. მის მიმდინარეობაში, ყველა - დიდი თუ პატარა, აქტიურად ჩაერთო. ზოგმა დარბაზის დიზაინზე იზრუნა, ზოგი თავისი ემოციების გამოხატვას ლექსებითა და თბილი სიტყვებით შეეცადა, დანარჩენებმა სასკოლო საზოგადოება მუსიკალური ჰანგებით დაატკბო და იუმორისტული ნომრებით გაახალისა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლე-მასწავლებლის საერთო საცეკვაო ნომერიც არ უნდა დარჩეს ყურადრების მიღმა, რადგან ნამდვილად გამორჩეული აქტივობა იყო.

„ფუსფუსი და ჟრიამული არასოდეს აკლია ჩვენს პატარა სკოლას, თუმცა გაზაფხულის შემობრძანება განსაკუთრებული განწყობითა და სიცოცხლის ხალისით გვავსებს..
ერთი სიტყვით, საგაზაფხულო ზეიმი შედგა... შედგა სიყვარულის, სითბოს და სიხარულის ერთმანეთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:








კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება