სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პოეზიისა და ხელოვნების ზეიმი“- კაბლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით, ღონისძიება გაიმართა
07-03-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, კაბლის N1 და სოფელ თელის საჯარო სკოლებმა ერთობლივი ღონისძიება - „პოეზიისა და ხელოვნების ზეიმი“, ჩაატარეს.
ის „სამოქალაქო განათლების პროგრამის“ დაფინანსებული მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა.

პროექტის სახელია - „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“. მისი ინიციატორი იყო კაბლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა,  მათემატიკის მასწავლებლის - ლამარა ტაბატაძის და ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ნონა მაისურაძის მხარდაჭერით, ხოლო თელის საჯარო სკოლიდან პროექტს მხარს უჭერდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი - ციცინო შემშენოვი და მათემატიკის მასწავლებელი - ნუგზარ მაჭარაშვილი.

აღნიშნული პროექტის მიზანი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება და მათი ქართველ თანატოლებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო. გარდა ამისა, მათემატიკის მასწავლებლების ინტერესში შედიოდა მათემატიკურ სტატისტიკაში მიღებული ცოდნის ცხოვრებაში ტრანსფერი.

მათ მიზნის მისაღწევად გამოიყენეს არაფორმალური, თავისუფალი გარემო და ბავშვებისთვის სახალისო აქტივობები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და თემის წარმომადგენლები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ღონისძიების მომზადებისა და განხორციელებისას არამარტო ქართული ენის ცოდნის დონე გაუმჯობესდა, არამედ ბავშვები დაახლოვდნენ და დამეგობრდნენ.

„პროექტის ფარგლებში კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმება. პროექტი განხორციელეს ორივე სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, მთელი სასკოლო საზოგადოების ხელშეწყობითა და დახმარებით. იყო ბევრი ემოცია და საბოლოო ჯამში, ყველა კმაყოფილი დარჩა. კიდევ ბევრი წარმატებული ღონისძიება მიეთვალოს ჩვენი საერთო პროექტის კალენდარს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება