სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი თოჯინები შექმნეს
07-03-2024
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, ძალიან სახალისო და საინტერესო პროცესია. 

ამჯერად, მოსწავლეებმა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგ ნინო უგულავას ხელმძღვანელობით, შემოქმედებით დავალებაზე იმუშავეს. 

აღსანიშნავია, რომ დავალების მთავარი ამოცანა: თოჯინის დამზადება და მისი აღწერა იყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დავალების შესრულებისთვის საჭირო ბევრი სხვადასხვა აქტივობის ჩატარების შემდეგ, ბოლო ეტაპზე, მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის უსარგებლო ნარჩენებისაგან ხელნაკეთი თოჯინები დაამზადეს. 

მასალად გამოყენებული ნარჩენები გახლდათ: ნაყინის ჩხირები, ქაღალდები, მუყაო, ფერადი ძაფები, თასმები, ქსოვილის ნაჭრები და სხვა. 

პრეზენტაციის დროს კი, მოსწავლეებმა დაწვრილებით და თანმიმდევრულად აღწერეს დამზადების პროცესი. ბოლოს კი, მოაწყვეს თავიანთი ნამუშევრების გამოფენა, რამაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება