| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკის სწავლა მეტად სახალისოა, მათ მოტივაციაზე კი, პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოწაფეებს საინტერესო სასწავლო მეთოდებითა და მიდგომებით ანებივრებენ.
„გაკვეთილი საინტერესოდ და სახალისოდ რომ წარიმართოს, დაწყებით კლასებში მასწავლებლები რამდენიმე სტრატეგიას მივმართავთ, რომელიც მათემატიკის სწავლების პროცესში მეტად შედეგიანია. ერთ-ერთი გახლავთ - „ვსწავლობთ თამაშით!“ ამ თამაშის დროს გაკვეთილი ხალისით მიმდინარეობს, მოსწავლეები უკეთ იაზრებენ თემას და უმარტივდებათ მასალის გაგება“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც პედაგოგმა - თამილა ჭაჭუამ, მე-2 კლასში, დედის დღესთან დაკავშირებით, ჩაატარა საინტერესო გაკვეთილი, რომელმაც ხელი შეუწყო პროდუქტიულ და ეფექტიან ტრანსფერს.
ბავშვებმა ამოხსნეს ამოცანები და გაშიფრეს ფრაზა - „დედა ცოცხალი არსებაა“.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი მარინე ჯანჯღავა და რამოდენიმე მშობელი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ