| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის მასწავლებელმა - თამილა დუმბაძემ სადამრიგებლო VII კლასში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა. აღნიშნულ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ხალისით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ინფორმაციები მოიძიეს. ისინი ასევე გაეცნენ სხვადასხვა საინტერესო ფაქტებს, ტრადიციებს, ლეგენდებს, იმის შესახებ თუ როგორ აღნიშნავენ ქვეყნები ამ დღესასწაულს.
ღონისძიებაზე მათ დედებს ლექსები მიუძღვნეს და მისალოცი ბარათები დაამზადეს. ეს ყოველივე, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ძალიან სასიამოვნო და დასაფასებელია.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.
„დედის დღეს ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო არის ის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ კიდეც ამ დღეს ერთნაირად - ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას