| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო ინიციატივებს სთავაზობენ და მოწოდებულნი არიან სასწავლო პროცესი მეტად მრავალფეროვანი გახადონ.
ამჯერად, ინგლისური ენის მენტორმა მასწავლებელმა, თამარ სამსონიძემ მე-4 კლასში განახორციელა პროექტი, სახელწოდებით - „ცხოველები“, რომლის მთავარი თემა იყო - ფერმისა და ზოოპარკის ცხოველები.
როგორც პედაგოგი აღნიშნავს, პროექტის მიზანი იყო, გავლილი ლექსიკური ერთეულების განმტკიცება (რაც მოიცავს ცხოველთა სახელწოდებებს ინგლისურ ენაზე; ცხოველთა კლასიფიცირებას: ფერმისა და ზოოპარკის ცხოველებად;) ასევე - მოსწავლეთა ინფორმირება ცხოველთა სპეციფიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით (გარეგნული მახასიათებელები, საცხოვრებელი გარემო, საკვები და ა.შ)
პროექტის ფარგლებში კი, არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა: დამზადდა კედლის გაზეთები და პოსტერები; მოხდა ცხოველთა კლასიფიცირება: ფერმისა და ზოოპარკის ცხოველები, მოსწავლეებმა სხვადასხვა გარეგნული მახასიათებლის მიხედვით აღწერეს;
მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ საბინადრო ადგილების, საკვებისა და გარეგნული მახასიათებლის შესახებ. მოეწყო ანიმაციური ფილმის ჩვენება ველური ცხოველების შესახებ და ასევე, მოსწავლეებმა შეასრულეს ქვიზი ველურ ცხოველებზე. ქვიზის პირობა კი შემდეგნაირი იყო: რამდენიმე წინადადებისგან შემდგარი აღწერილობით, დადგენილი დროის ლიმიტში, მოსწავლეებს უნდა ამოეცნოთ აღწერილი ცხოველი.
პროექტი საკმაოდ ინფორმაციული, საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას