სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეების სწორად აღზრდაზე ზრუნავს“ - გორში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
23-11-2018
-
+


გორის მუნიციპალიტეტში 21  ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ეტაპი უკვე მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი:

პირველმა ეტაპმა - ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეები მონდომებულნი არიან. პროექტში ბევრი სკოლაა ჩართული და მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი, მოტივაციის შემქმნელი პროექტია.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ნინო ბერიანიძე:

პირველ რიგში, „ეტალონის“ დამფუძნებლებს მინდა მადლობა ვუთხრა.  პროექტი აქტუალობას არ კარგავს და  მოსწავლეებისთვის კარგია. ისინი საკუთარ თავს სცდიან და წარმატების მიღწევის მოტივაცია ეძლევათ. პირველი ეტაპი კარგად წარიმართა - ბავშვები თავდაჯერებულნი იყვნენ. მეორე ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ასეთ ღონისძიებებს, არამხოლოდ ფინანსურად, არამედ ადგილობრივ დონეზეც, რაც  გამარჯვებული „ეტალონი“ მოსწავლისა და პედაგოგისთვის მთელი წლის განმავლობაში 100 ლარის ოდენობით სტიპენდიას მოიცავს.

სვენეთის საჯარო სკოლა, დირექტორი ელენე საათაშვილი:

მოსწავლეებს ტესტირებასთან დაკავშირებით კარგი განწყობა ჰქონდათ. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ის სწავლის ერთგვარი სტიმულია და მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების მეტი ინტერესი უჩნდებათ. Izrune.ge-ც ძალიან მომწონს. რაც განათლებას ემსახურება, ყველაფერი მისასალმებელია.

სვენეთის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ეკატერინე საათაშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა.  მოსწავლეებმა მონაწილეობის სურვილი ხალისით გამოთქვეს. ტესტირებას 17 მოსწავლე დაესწრო. 12-მა ბავშვი ბარიერი  გადალახა  და შესაბამისად, ღონისძიებისთვის ვემზადებით.  „ეტალონი“ მოსწავლეები „ეტალონით“ საკუთარ ცოდნას სცდიან და დამატებითი ინფორმაციის მიღების მეტი სურვილი უჩნდებათ. უფრო თამამები და თავდაჯერებული ხდებიან.

სვენეთის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი გიული საათაშვილი:

ტესტირების პროცესს 21  მოსწავლე დაესწრო. მათ კარგი  განწყობა ჰქონდათ. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  მოსწავლეებისთვის  „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროექტი ხელს უწყობს მათ განვითარებას და ინტერესს სწავლისადმი.  

კარბის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო კოლოტაშვილი:

ტესტირების პროცესმა კარგად ჩაიარა. კმაყოფილები ვართ.  მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ  კითხვები საინტერესო იყო. საკმაოდ კარგი შედეგებიც გვაქვს. „ეტალონი“ ყველას ძალიან მოგვწონს. ამ პროექტით ბავშვები საკუთარ ცოდნას ამოწმებენ, ინფორმაციას იძიებენ, სწავლის მეტი ინტერესი უჩნდებათ და ხედავენ სად სჭირდებათ მეტი მუშაობა.

დიცის საჯარო სკოლა, დირექტორი ელიზავეტახაბაზიშვილი:

მოსწავლეები  პროცესში მაღალი მოტივაციით ჩაერთნენ.  მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონით“ სწავლის მიმართ ბავშვების ინტერესი იზრდება. ცოდნას იღრმავებენ. ხვდებიან რომ კომპიუტერთან ყოფნის გარდა კითხვაც საჭიროა.

დიცის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლალი მაზმიშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. სულ 14  მოსწავლე დაესწრო. მათ გამარჯვების მოტივაცია აქვთ. მეორე ტურისთვის  ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეების ზოგად განათლებაზე ზრუნავს და მოწაფეებს სურვილს უღვიძებს, რომ მეტი ისწავლონ.

ტირძნისის საჯარო სკოლა, დირექტორი დარეჯან ნასყიდაშვილი: 

ჩვენმა მოსწავლემ შარშან „ეტალონის“ ტიტული მიიღო და ამან  მოწაფეებში პროექტში მონაწილეობის სურვილი  ერთი ორად გაზარდა.  მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან კარგი, შემეცნებითი პროექტია, რომელიც ინტერესს ყველაში აღძრავს.

ტირძნისის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ზეინაბ ჯალაბაძე:

ტესტირების პროცესმა კარგად ჩაიარა. კმაყოფილები ვართ. მას 27 მოსწავლე დაესწრო.  მეორე ეტაპისთვის ვემზადებით.  „ეტალონი“ ძალიან დიდ სტიმულს ნიშნავს, მოსწავლეები ხვდებიან, რომ წიგნი მათი მეგობარი უნდა იყოს. მადლობა თქვენ ამისთვის.

გორის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ეკატერინე აფხაიძე:

მეორე ტურისთვის ვემზადებით და მონაწილეების მოტივაცია და ჩართულობა მაღალია. „ეტალონი“ საინტერესოა და მოსწავლეებისთვის ბევრის მიმცემია. მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლევათ.

გორის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ვერიკო სებისკვერაძე:

ტესტირებამ ობიექტურად ჩაიარა. მონაწილეობა 29-მა ბავშვმა მიიღო. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. ყველას გამარჯვება სურს. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. „ეტალონი“ ერთ-ერთი გამორჩეული და მასშტაბური პროექტია, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს. პროექტი მოსწავლეების სწორად აღზრდაზე ზრუნავს.


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 


კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება