სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გზამკვლევი მაგისტრანტობის მსურველებისთვის - გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო 
04-03-2024
-
+


საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 4 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.  
 
რეგისტრაციის დროს მაგისტრანტობის მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 4 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.
 
შეგახსენებთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებენ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება. 
 
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციის გავლამდე უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური  - 50 ლარი. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, გამოსაცდელი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას). 
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
  • „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%.  Mastercard-ის ბარათის გამოყენებისას - საკომისიო 0 ლარი. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge -  საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
  • საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით - mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
 
რეგისტრაციის გავლამდე გაეცანით გზამკვლევს მაგისტრანტობის მსურველებისათვის.
 
გამოცდებში მონაწილეებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100). 
 
თუ გამოსაცდელი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 4 აპრილის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. 
 
განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. 
 
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე ოთხი ნაწილიდან სამში ზღვარს გადალახავს, საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება (თუ გამონაკლისის სახით რომელიმე პროგრამა არ ითხოვს ოთხივე ნაწილში შესაბამისი ქულის მიღებას).
 
გაითვალისწინეთ, რომ შიდა გამოცდის ჩასაბარებლად მაგისტრანტობის მსურველმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება