TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მომთაბარე, მიწისქვეშა, ბოთლებისგან აშენებული - კიდევ რა სახის უჩვეული სკოლებია მსოფლიოს გარშემო?
16-03-2024
-
+


სკოლა ადამიანების დიდ ნაწილს, ალბათ, მყარ, ბევრფანჯრიან, ნათელ, ეზოიან შენობად წარმოუდგენია, სადაც დერეფნები ერთ ფერშია შეღებილი და კლასებს ერთნაირი კარი აქვთ. სკოლების უმეტესობა მართლაც ასეთია. 

თუმცა, მსოფლიოს გარშემო, არაერთი გამონაკლისი არსებობს. მეტიც, არის სკოლა, რომელიც მთლიანად ბოთლებისგანაა აშენებული, ასევე ისეთი, რომელიც მოსწავლეება დააპროექტეს. საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ და ტრადიციებსაც ინარჩუნებენ. ჩვენ ინფორმაცია სწორედ ასეთი სკოლების შესახებ მოვიძიეთ. 

ბოთლებისგან აშენებული სკოლა, ფილიპინები

ის სან პაბლოში, ფილიპინებში მდებაროებს. შენობა მთლიანად ისეთი გადამუშავებული ბოთლებისგან ააშენეს, რომლებიც სამშენებლო მასალად გამოიყენება. ამგვარი მიდგომა და ინოვაციური გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად კიდევ ერთი ახალი გზაა.

სამშენებლო მასალად გამოიყენეს ცემენტი, ფოლადი და მინა. ბოთლები ერთმანეთზე თხელი ნეილონის თოკებითაა მიბმული, შემდეგ კი, ბლოკების მსგავსად დაალაგეს. ამგვარად, ბოთლები არ მოძრაობს და ადგილს არ იცვლის.

 

მომთაბარე სკოლა, ციმბირი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირში მომთაბარე ჯგუფი ცხოვრების წესის შენარჩუნებას ცდილობს. მათი კულტურის ნაწილია ირმების მწყემსვა, ნადირობა და თევზაობა. თანდათან კი, გლობალიზაციის შედეგად, მათი ტრადიციები ქრებოდა.
1960-იანი წლების ბოლოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მომთაბარე ტომების ბავშვებს სასკოლო პროგრამა უნდა გაევლოთ. განათლება იმ შემთხვევაშიც უნდა მიეღოთ, თუ, თვეების განმავლობაში, ოჯახისგან შორს სახელმწიფო პანსიონებში მოუწევდათ სწავლა. 

წლებია მათ ალექსანდრა ლავრილიერი, ბრწყინვალე ფრანგი ეთნოლოგი, თავიანთი კულტურის გადარჩენაში ეხმარება. მან მომთაბარე სკოლა შექმნა, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, რომ თანამედროვე განათლება წინაპართა ტრადიციების შენარჩუნებით მიიღონ. მოსწავლეები კარვებში სწავლობენ.

 

მიწისქვეშა სკოლა, ნიუ-მექსიკო, აშშ

ის პირველი საჯარო სკოლაა შეერთებულ შტატებში, რომელიც მთლიანად მიწისქვეშ აშენდა და თავშესაფრის დატვირთვაც ჰქონდა.
ცივი ომის დროს დაპროექტებული შენობა, 1962 წელს დასრულდა. სკოლას ბეტონის ფილის სახურავი აქვს, რომელიც სათამაშო მოედნად იქცა. გარდა ამისა, იქ იყო დიდი საწყობს, სადაც 2160-მდე ადამიანის სამყოფი საკვების მარაგი იყო. ეს იმ შემთხვევაში, თუ ბირთვული ომი ან სხვა კატასტროფა მოხდებოდა. აღნიშნული შენობა 1999 წელს ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში შეიტანეს.



თავისუფალი სკოლა, ბრუკლინი

„თავისუფალ სკოლებს“, აყვავების ხანა ჯერ კიდევ ათწლეულების წინ ჰქონდათ. სკოლაში მასწავლებლებს ის რწმენა აერთიანებდათ, რომ ბავშვები ბუნებრივად ცნობისმოყვარეები არიან და უკეთესად სწავლობენ მაშინ, როცა სურთ და არა მაშინ, როცა აიძულებენ.
ბრუკლინის თავისუფალ სკოლაში, მოსწავლეები შემდეგი აქტივობებით არიან დაკავებული: ჭადრაკი, დებატები, საშინელებათა ფილმების გადაღება და კუ ნინძებისთვის გამოქვაბულების გაკეთება.
ამ სკოლის მოსწავლეებს შეფასებებს არ უწერენ, არც საშინაო დავალებები აქვთ, არ წერენ ტესტებს და თუ არ სურთ, არც სკოლაში დადიან.
კვირაში ერთხელ, მთელი სკოლა იკრიბება, რათა შესაბამისი განცხადებები გააკეთონ, რეკვიზიტები გასცენ, არსებული პრობლემები გაახმოვანონ და მათი გადაჭრისთვის ერთად იზრუნონ.

 

ბავშვების დიზაინით შექმნილი სკოლა, ბერლინი

ერიკა მანის დაწყებითი სკოლა მოსწავლეებმა, არქიტექტურის სტუდენტების ჯგუფთან ერთად, დააპროექტა. იქ სასკოლო გარემო მათი გემოვნების მიხედვით მოეწყო. ალბათ, ასეთ შენობაში სწავლა ყველა მოსწავლის ოცნება იქნებოდა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება