სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონის საჯარო სკოლა

ფონის სკოლის მოსწავლე, რომელსაც მხოლოდ 2 თანაკლასელი ჰყავს, ''ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე'' გახდა
23-11-2016
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 

ამჯერად, ‘’ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.     

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი  ლაგოდეხის კინოთეატრის დარბაზში ჩატარდა. 

ლაგოდეხის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას ლაგოდეხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ინტელექტ-შეჯიბრის დასრულების შემდეგ ''ეტალონის'' წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი, ლაგოდეხის სკოლის დირექტორებს შეხვდა. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც დიპლომითა და წმინდა გიორგის ხატით დასაჩუქრდა. 

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა. 

ინლელექტ-შეჯიბრის რეიტინგში მე-9 ადგილზე გავიდა ლაგოდეხის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თამაზ შარმიაშვილი(61 ქულა).

მე-8 ადგილზე გავიდა ლაგოდეხის N1  სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ქრისტინა ბუზალაძე (63 ქულა).

მე-7 ადგილზე გავიდა არეშფერნის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ქეთევან მიქელაძე (63 ქულა).

მე-6 ადგილზე გავიდა გიორგეთის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანზორ ლობჟანიძე (64 ქულა). 

მე-5 ადგილზე გავიდა ცოდნისკარის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ მაჭარაშვილი (65 ქულა).

მე-4 ადგილზე გავიდა ჭაბუკიანის  სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ირაკლი გაფრინდაშვილი (70 ქულა). 

მე-3 ადგილზე გავიდა არეშფერნის  სკოლის მე-8  კლასის მოსწავლე ჯემალ ფუტკარაძე (73 ქულა).

მე-2 ადგილზე გავიდა ბაისუბნის  სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დიანა გელაშვილი (74 ქულა). 

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს დაეუფლა ფონის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ხოზრევანიძე (77 ქულა).

ღონისძიების შესახებ „Etaloni.ge”-ს პირველი შთაბეჭდილებები სწორედ გამარჯვებულმა ნიკოლოზმა გაუზიარა:

„კონკურენცია მაღალი იყო, ქულებიც მაღალი იყო. ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდა და ძალიან მომეწონა. ‘’ეტალონი’’ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. კონკურსის მონაწილე ბავშვებმა გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით და რაც მთავარია, ჩვენი ცოდნა გამოვავლინეთ. ამ პროექტში მომავალშიც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას“

ლაგოდეხის გამგებელის კახა ჯამბურიას თქმით,  მოსწავლეები დიდი სიამოვნებით იღებენ კონკურსში მონაწილეობას: 

„ყველა სკოლა იღებდა მონაწილეობას, მიმდინარეობს ხოლმე წინაწარი შერჩევა ბავშვების, გუშინ იყო მეორე ეტაპი, სადაც ბატონი გოჩა იყო ჩამობრძანებული. გამოვლინდა გამარჯვებული. იმედი გვაქვს, რომ ლაგოდეხს ასახელებს გამარჯვებული. ‘’ეტალონი’’ არის მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენ ყოველთვის გვერდში ვედექით და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, რადგან ეს პროექტი მომართულია მომავალი თაობის განვითარებაზე. ძალიან გვიხარია, რომ ბატონი გოჩა ასე აქტიურად ყოველ წელს ატარებს შეჯიბრს და ბავშვებიც დიდი სიამოვნებით იღებენ მასში მონაწილეობას და მშობლებიც ყოველთვის ესწრებიან მას.  ვფიქრობ, რომ ‘’ეტალონი’’ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს.“

რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ჩიკვაიძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდათ:

„კარგი შედეგები გვქონდა, ბავშვები ძალიან დაინტერესებულები და მონდომებულები არიან. მოსწავლეთა განვითარებისათვის, მათი მსოფმხედველობისათვის ‘’ეტალონი’’ ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეები წინასწარ ემზადებიან  შეჯიბრისთვის - კითხულობენ, ეს კი მათი განვითარებისთვის აუცილებელია.“

ლაგოდეხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის მანანა გოზალიშვილის თქმით, ‘’ეტალონი’’ თუ ტელეეთერს დაუბრუნდება, ბავშვებისთვის გაცილებით უკეთესი იქნება: 

„კონკურსში ლაგოდეხის სკოლებიდან უკლებლივ ყველა გამოცხადდა. ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა. შედეგები იყო საკმაოდ მაღალი. ბავშვი, რომელმაც ფონის სკოლიდან მიიღო მონაწილეობა, სულ რაღაც 3-4 დღის წინ გადაიყვანეს არეშფერნის სკოლაში, საფრთხე შეიქმნა, რომ ამ ბავშვს მონაწილეობა ვერ მიეღო კონკურსში. იგი ამჟამად, 15-20 კმ-ის მოშორებით დადის სკოლაში. წინა დღეს მოვიძიეთ ეს მოსწავლე და სწორედ იგი გახდა გამარჯვებული. ეს ფაქტი ძალიან მახარებს და დამსახურებაა ძალიან პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი გუნდისა, რომელიც ჰყავს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს. 500-მდე დამსწრე კმაყოფილი და აღფრთოვანებული წავიდა სახლში. ჩვენ  ‘’ეტალონთან “ ვთანამშრომლობთ 4 წელია. ეს არის ბრწინვალე პროექტი, რომლისთვისაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის, რომ რაიონის მასშტაბით მოიძიოს ნიჭიერი ბავშვები. 4 წელია ამას ვაკეთებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მოგვწონს ეს პროექტი. ‘’ეტალონი’’ თუ ტელეეთერს დაუბრუნდება, ბავშვებისთვის გაცილებით უკეთესი იქნება.’’  

''ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ნიკოლოზ ხოზრევანიძე გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება