TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

სახელისა და გვარის ერთად ბრუნების წესები და გამონაკლისები
22-03-2024
-
+


სახელისა და გვარის ერთად ბრუნებისას გასათვალისწინებელია შემდეგი წესები:

თუ სახელი უსწრებს გვარს, ფორმაცვალებადია მხოლოდ ეს უკანასკნელი (გვარი).

სახ.          ნიკოლოზ    ბარათაშვილ-ი    ილია    ჭავჭავაძე
მოთხრ.    ნიკოლოზ    ბარათაშვილ-მა    ილია    ჭავჭავაძე-მ
მიც.          ნიკოლოზ    ბარათაშვილ-ს    ილია    ჭავჭავაძე-ს
ნათ.          ნიკოლოზ    ბარათაშვილ-ის    ილია    ჭავჭავაძ-ის
მოქმ.         ნიკოლოზ    ბარათაშვილ-ით    ილია    ჭავჭავაძ-ით
ვით.          ნიკოლოზ    ბარათაშვილ-ად    ილია    ჭავჭავაძე-დ
წოდ.         ნიკოლოზ    ბარათაშვილ-ო    ილია    ჭავჭავაძე

ამავე წესს მისდევს ისეთი ტიპის გამოთქმები, როგორებიცაა ABC სამკუთხედი, B კუთხე და მისთ.

ორმაგი გვარის შემთხვევაში პირველი კომპონენტი (ფუძეხმოვნიანიცა და ფუძეთანხმოვნიანიც) ფუძის სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი.

სახ. თინათინ სვანიძე-მჭედლიშვილ-ი            ავთანდილ კვეზერელ-კოპაძე
მოთხრ. თინათინ სვანიძე-მჭედლიშვილ-მა     ავთანდილ კვეზერელ-კოპაძე-მ
მიც. თინათინ სვანიძე-მჭედლიშვილ-ს            ავთანდილ კვეზერელ-კოპაძე-ს
ნათ. თინათინ სვანიძე-მჭედლიშვილ-ის          ავთანდილ კვეზერელ-კოპაძ-ის
მოქმ. თინათინ სვანიძე-მჭედლიშვილ-ით       ავთანდილ კვეზერელ-კოპაძ-ით
ვით. თინათინ სვანიძე-მჭედლიშვილ-ად        ავთანდილ კვეზერელ-კოპაძე-დ
წოდ. თინათინ სვანიძე-მჭედლიშვილ-ო         ავთანდილ კვეზერელ-კოპაძე

გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როცა კომპოზიტის პირველი ნაწილის ბოლო ხმოვანი ი ფუძისეულია.

სახ. ლადო ალექსი-მესხიშვილ-ი
მოთხრ. ლადო ალექსი-მესხიშვილ-მა
მიც. ლადო ალექსი-მესხიშვილ-ს
ნათ. ლადო ალექსი-მესხიშვილ-ის
მოქმ. ლადო ალექსი-მესხიშვილ-ით
ვით. ლადო ალექსი-მესხიშვილ-ად
წოდ. ლადო ალექსი-მესხიშვილ-ო

ზოგჯერ სახელსა და გვარს ახლავს მამის სახელიც (ძე ან ასული საზოგადო სახელების თანხლებით). ასეთ შემთხვევებში ძე ისე შეეწყობა მომდევნო წევრს (კერძოდ, გვარს) ბრუნვაში, როგორც ფუძეხმოვნიანი ზედსართავი სახელი, ხოლო ასული საკუთარ სახელს (კერძოდ, გვარს) ბრუნვაში ეთანხმება ისე, როგორც პროფესია-საქმიანობისა თუ წოდება-თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვა.

სახ. ვახტანგ დავითის ძე ჩხაიძე
მოთხრ. ვახტანგ დავითის ძე ჩხაიძე-მ
მიც. ვახტანგ დავითის ძე ჩხაიძე-ს
ნათ. ვახტანგ დავითის ძე ჩხაიძ-ის
მოქმ. ვახტანგ დავითის ძე ჩხაიძ-ით
ვით. ვახტანგ დავითის ძე ჩხაიძე-დ
წოდ. ვახტანგ დავითის ძე ჩხაიძე

სახ. რუსუდან გიორგის ასულ-ი ჭრელაშვილ-ი
მოთხრ. რუსუდან გიორგის ასულ-მა ჭრელაშვილ-მა
მიც. რუსუდან გიორგის ასულ ჭრელაშვილ-ს
ნათ. რუსუდან გიორგის ასულ ჭრელაშვილ-ის
მოქმ. რუსუდან გიორგის ასულ ჭრელაშვილ-ით
ვით. რუსუდან გიორგის ასულ ჭრელაშვილ-ად
წოდ. რუსუდან გიორგის ასულ-ო ჭრელაშვილ-ო

სახელისა და გვარის ინვერსიული რიგით ბრუნებისას (თანამედროვე ქართულის მონაცემთა მიხედვით) ფუძეთანხმოვნიანი გვარი ბრუნვის ნიშნებს სრულად დაირთავს სახელობითში, მოთხრობითსა და წოდებითში; ნათესაობითსა და მოქმედებითში შეინარჩუნებს ბრუნვისნიშნისეულ ხმოვნით ელემენტს, ხოლო მიცემითსა და ვითარებითში ფუძის სახით წარმოდგება.

სახ. ორბელიან-ი გრიგოლ-ი
მოთხრ. ორბელიან-მა გრიგოლ-მა
მიც. ორბელიან გრიგოლ-ს
ნათ. ორბელიან-ი გრიგოლ-ის
მოქმ. ორბელიან-ი გრიგოლ-ით
ვით. ორბელიან გრიგოლ-ად
წოდ. ორბელიან-ო გრიგოლ

რაც შეეხება ფუძეთანხმოვნიან სახელს (ვახტანგი, ნიკოლოზი, დავითი, რუსუდანი, ქეთევანი...), ის შესაბამისი ნიშნებით უნდა გაფორმდეს ყველა ბრუნვაში, მათ შორის _ სახელობითშიც (პირის სახელი ფუძის სახით წარმოდგენილი იქნება მხოლოდ წოდ. ბრუნვაში).

სახ. ბარათაშვილ-ი ნიკოლოზ-ი
მოთხრ. ბარათაშვილ-მა ნიკოლოზ-მა
მიც. ბარათაშვილ ნიკოლოზ-ს
ნათ. ბარათაშვილ-ი ნიკოლოზ-ის
მოქმ. ბარათაშვილ-ი ნიკოლოზ-ით
ვით. ბარათაშვილ ნიკოლოზ-ად
წოდ. ბარათაშვილ-ო ნიკოლოზ

ინვერსიული რიგით ბრუნებისას (ჯერ გვარი, ხოლო შემდეგ სახელი) ფუძეხმოვნიანი გვარი ყველა ბრუნვაში ორმაუცვლელად იქნება წარმოდგენილი ი ბრუნვის მხოლოდ სახელი.

სახ. ჭავჭავაძე ილია
მოთხრ. ჭავჭავაძე ილია-მ
მიც. ჭავჭავაძე ილია-ს
ნათ. ჭავჭავაძე ილია-ს(ი)
მოქმ. ჭავჭავაძე ილია-თი
ვით. ჭავჭავაძე ილია-დ
წოდ. ჭავჭავაძე ილია

თუ ფუძეხმოვნიან გვარს მოსდევს საკუთარი სახელი მამის სახელთან ერთად (ძე ან ასული საზოგადო სახელების თანხლებით), ფორმაცვალებადია მხოლოდ ძე ან ასული. რაც შეეხება სახელსა და გვარს, ისინი ფუძის სახით წარმოდგებიან.

სახ. ჩხაიძე ვახტანგ დავითის ძე                        სოხაძენანა თამაზის ასული
მოთხრ. ჩხაიძე ვახტანგ დავითის ძე-მ               სოხაძე ნანა თამაზის ასულ-მა
მიც. ჩხაიძე ვახტანგ დავითის ძე-ს                     სოხაძე ნანა თამაზის ასულ-ს
ნათ. ჩხაიძე ვახტანგ დავითის ძ-ის                    სოხაძე ნანა თამაზის ასულ-ის
მოქმ. ჩხაიძე ვახტანგ დავითის ძ-ით                 სოხაძე ნანა თამაზის ასულ-ით
ვით. ჩხაიძე ვახტანგ დავითის ძე-დ                  სოხაძე ნანა თამაზის ასულ-ად
წოდ. ჩხაიძე ვახტანგ დავითის ძე-ო                  სოხაძე ნანა თამაზის ასულ-ო

ფუძეთანხმოვნიანი გვარის შემთხვევაში ფორმაცვალებადია საზოგადო სახელები  ძე ან ასული; პირის სახელი ყველა ბრუნვაში ფუძის სახით წარმოდგება, ხოლო გვარი იბრუნვის ისე, როგორც შესაბამისი ფუძის მქონე (ფუძეთანხმოვნიანი) ზედსართავი სახელი.

სახ. ჭრელაშვილ-ი რუსუდან გიორგის ასულ-ი
მოთხრ. ჭრელაშვილ-მა რუსუდან გიორგის ასულ-მა
მიც. ჭრელაშვილ რუსუდან გიორგის ასულ-ს
ნათ. ჭრელაშვილ-ი რუსუდან გიორგის ასულ-ის
მოქმ. ჭრელაშვილ-ი რუსუდან გიორგის ასულ-ით
ვით. ჭრელაშვილ რუსუდან გიორგის ასულ-ად
წოდ. ჭრელაშვილ-ო რუსუდან გიორგის ასულ-ო

სახ. გედევანიშვილ-ი ლუკა ნოდარის ძე
მოთხრ. გედევანიშვილ-მა ლუკა ნოდარის ძე-მ
მიც. გედევანიშვილ ლუკა ნოდარის ძე-ს
ნათ. გედევანიშვილ-ი ლუკა ნოდარის ძ-ის
მოქმ. გედევანიშვილ-ი ლუკა ნოდარის ძ-ით
ვით. გედევანიშვილ ლუკა ნოდარის ძე-დ
წოდ. გედევანიშვილ-ო ლუკა ნოდარის ძე-ო

დამატებით ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ახალი პროექტი საჯარო სკოლებისთვის - სამინისტრომ მოსწავლეებისთვის განახლებული მოდული შეიმუშავა

„ორგან მუშაობის მიზეზი არის არასაკმარისი ანაზღაურება“  - პრემიერი კანონში ცვლილებაზე

ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

სკოლებში ბიბლიის კითხვასა და ლათინური ენის სწავლებას აბრუნებენ - იტალიის განათლების სამინისტრო ახალ საგანმანათლებლო სტანდარტზე მუშაობს

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მოსწავლეებმა ხოტბა შესახებ წელიწადის ამ უმშვენიერესი სეზონის სილამაზესა და მრავალფეროვნებას

სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლუსინე პაპოიანთან ერთად, ლამაზი ღონისძიება გამართეს

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება