სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის გონებრივი გადაწვა - გამაფრთხილებელი ნიშნები და თავიდან აცილების გზები 
01-02-2024
-
+


მასწავლებლობა - პროფესია, რომელიც დიდ პასუხისმგებლობასა და საქმისადმი სიყვარულს მოითხოვს. მხოლოდ, ათობით ან ასობით ბავშვზე ზრუნვაც კი საკმარისია, იმისთვის, რომ ამ პროფესიის სირთულე შევაფასოთ. 

პედაგოგებს ყოველდღიური საქმის კეთებასთან ერთად, უწევთ იყვნენ მოსწავლეებისთვის მისაბაძი ადამიანები, კარგი მსმენელები, კარგი მრჩეველები, ავტორიტეტები და ა.შ მუდმივად ამ მდგომარეობის შენარჩუნება კი საკმაოდ რთულია, საბოლოოდ, სწორედ ეს იწვევს მასწავლებლის გონებრივ გადაწვას. 

უფრო კონკრეტულად, რა მიზეზებმა შეიძლება განაპირობოს მასწავლებლის გონებრივი გადაწვა? - etaloni.ge უცხოელი სპეციალისტების განმარტებებს გთავაზობთ:

შეიძლება ეს იყოს დაუფასებლობის განცდა. რამდენიმე სიტყვით უკვე აღვნიშნეთ, თუ როგორია მასწავლებლის ყოველდღიურობა, ცხადია ეს არ მოიცავს ყველაფერს და ამის მიღმა კიდევ არაერთი რამ არის, რაც მასწავლებლის საქმიანობას ართულებს, სწორედ ამ სიმძიმიდან გამომდინარე, მათ უჩნდებათ განცდა - არის თუ არა მისი შრომა სათანადოდ დაფასებული? საერთოდ, ღირს თუ არა ამხელა ძალისხმევა, იმად რასაც საბოლოოდ იღებს? 

მეორე მიზეზი შესაძლოა საკუთარი თავისთვის მაღალი სტანდარტების დაწესება იყოს. ამ პროფესიაში ამბიციურობა ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, მასწავლებლებს ხშირად საკუთარი თავისთვის მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული, ეს პიროვნული თვისება ხშირად აიძულებს მათ შეადარონ საკუთარი თავი სხვებთან და რადგან, როგორც წესი, საკუთარ თავს ყველაზე მკაცრი კრიტერიუმებით ვაფასებთ, შესაძლოა შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო. მიისწრაფოდე საუკეთესოსკენ მნიშვნელოვანია, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ეს დიდ სტრესთანაც ასოცირდება, არ არის მარტივი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა.

მასწავლებელთა გადაწვის კიდევ ერთი მიზეზი არის მხარდაჭერის ნაკლებობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას ადმინისტრაციისგან გრძნობენ. ხშირად, ადმინისტრატორები განიცდიან ზეწოლას მათი უფროსების მხრიდან და ეს ზეწოლა, სამწუხაროდ გადადის მასწავლებლებზე არაგონივრული მოთხოვნებისა და მოლოდინების სახით. 

ადმინისტრატორი არ არის ერთადერთი, ვისგანაც შესაძლოა იგრძნობოდეს მხარდაჭერის ნაკლებობა. შეიძლება მასწავლებელმა ნეგატივი მათი მოსწავლეების მშობლებისგან, ან თუნდაც სხვა მასწავლებლებისგანაც იგრძნოს. ზოგიერთი მშობელი ავლენს მასწავლებლებისადმი პატივისცემისა და კეთილგანწყობის ნაკლებობას. 

და ბოლოს, საკლასო ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ გონებრივ გადაწვას. მასწავლებლებს სხვადასხვა ხასიათის, საჭიროებისა თუ თვისებების მქონე მოსწავლეებთან უწევთ ურთიერთობა, რაც ასევე ძალიან რთულია. პედაგოგი ერთ გაკვეთილზე უნდა მოერგოს ათეულობით ბავშვს, რაც უდავოდ დიდ სტრესთან ასოცირდება. 

მაშ, როგორია მასწავლებლის გონებრივი გადაწვის გამაფრთხილებელი ნიშნები? 

ეს ჩვეულებრივ იწყება საკუთარ თავზე ზრუნვის ნაკლებობით. შეიძლება არ გეძინოთ საკმარისად, არ მიირთვათ ჯანსაღი საკვები ან არ დაისვენოთ სათანადოდ. ამან შეიძლება გამოიწვიოს საერთო დაღლილობა, ძილის პრობლემები და წონის მომატება ან კლება. გონებრივმა გადაწვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ეს შეიძლება დაიწყოს გონებაგაფანტულობით, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, ან სამსახურში ყოფნისას „უბედურების“ ზოგადი განცდით. მძიმე შემთხვევებში, მასწავლებლის გონებრივმა გადაწვამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, რისთვისაც საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა. 

როგორ ავიცილოთ გონებრივი გადაწვის საფრთხე? - გიზიარებთ 5 რჩევას: 

1. ბალანსი - მნიშვნელოვანია, რომ იპოვოთ ჯანსაღი სამუშაო ბალანსი. ეს ნიშნავს ზედმეტი სამუშაო საათების შეზღუდვას და იმის უზრუნველყოფას, რომ გქონდეთ თავისუფალი დრო - არ იფიქრებთ სწავლებაზე! 

2. თავის მოვლა - დარწმუნდით, რომ გძინავთ სათანადოდ, ეცადეთ აკეთოთ ის, რაც ბედნიერებას განიჭებთ და გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იყოთ წარმატებულები და ქმედითუნარიანები

3. თქვი არა – ზედმეტი მოვალეობებზე უარის თქმა კარგია. ეცადეთ იმდენ საქმეზე აიღოთ პასუხისმგებლობა, რაც შეესაბამება თქვენს შესაძლებლობებს, ყოველთვის დაიტოვეთ თავისუფალი დრო. 

4. პოზიტივი – მოერიდეთ ტოქსიკურ გარეოს და სანაცვლოდ, მოძებნეთ ის ადამიანები, რომლებიც ასხივებენ პოზიტივს, რომლებთან ურთიერთობაც გზრდით და საინტერესოა თქვენთვის. 

5. იყავით გონივრული - რაც მთავარია, იყავით რეალისტები და ელოდეთ იმას, რისი მიღწევაც შეგიძლიათ. თქვენ გაქვთ 24 საათი დღეში, როგორც ყველას, მაგრამ როგორ გაატარებთ ამ დროს, თქვენი გადასაწყვეტია. დიდი შანსია, რასაც თქვენ უკვე აკეთებთ საკმარისზე მეტია ან პირიქით, იმაზე ცოტა ვიდრე საჭირო და შესაძლებელია. 


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

რა პოზიციაზე აცხადებს კონკურსს მანდატურის სამსახური

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

ახალი უმაღლესი შეიქმნება - „სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ“

მასწავლებლებისთვის საფეხურების მიხედვით საგნის დადასტურება სავალდებულო აღარ არის 

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება