სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

სკოლებში ოთხდღიანი სასწავლო კვირა პოპულარული ხდება - აშშ-ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი მიდგომა და კვლევის შედეგები
04-02-2024
-
+


აშშ-ში სკოლების რიცხვი, რომლებიც ოთხდღიან სასწავლო კვირას ირჩევენ იზრდება. შეკვეცილი კვირა ასევე, პოპულარობით სარგებლობს მოსწავლე-მასწავლებლებში. 

2023 წლის ბოლოსთვის, აშშ-ის თითქმის 900-მა სასკოლო ოლქმა (13 000-დან) ოთხდღიანი სასწავლო კვირა შემოიღო. შედარებისთვის 2019 წელს ასეთი ოლქების რაოდენობა 650 იყო. როგორც, კვლევითი ცენტრის EdWeek-ის ჩატარებლმა მასწავლებელთა გამოკითხვამ აჩვენა, პედაგოგები მეტი მონდომებით დასაქმდებოდნენ სკოლაში ასეთი გრაფიკით.

მასობრივი გამოკითხვის თანახმად, აშშ-ში 2003 წელს ოთხდღიან სასწავლო კვირაზე გადასვლას მოსახლეობის 25% უჭერდა მხარს, 2023-ში კი მხარდამჭერთა რაოდენობა 53%-მდე გაიზარდა. ასეთი გრაფიკით დაინტერესებულნი არიან სკოლების თანამშრომლებიც. 

EdWeek-მა 924 ადამიანი გამოკითხა და მივიდა დასკვნამდე, რომ ოთხდღიანი გრაფიკის მომხრეა მასწავლებლების 70%, სკოლის დირექტორების -  57% და საგანმანათლებლო ოლქების ხელმძღვანელთა - 60%. 

რესპონდენტთა დაახლოებით ორმა მესამედმა განაცხადა, რომ ისინი მეტი შემართებით დასთანხმდებოდნენ სამუშაო შეთავაზებას სკოლიდან, სადაც კვირაში ოთხი დღე სწავლობენ. 

ამერიკულმა კვლევითმა კომპანია RAND-მა კი გამოკითხა იმ სკოლების მოსწავლეები, სადაც ოთხდღიანი სასწავლო კვირაა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ოთხდღიანი განრიგი უფროსკლასელების 85%-ს მოსწონს. მკვლევარების შეფასებით, მათ მიერ შესწავლილ შეკვეცილი სასწავლო კვირის მქონე ოლქებში, დასწრებადობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე სკოლებში სადაც სრული კვირა სწავლობენ. 

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შტატში პრაქტიკა სხვებზე სწრაფად იკიდებს ფეხს. ამრიგად, კოლორადოში, ოლქების თითქმის ორი მესამედი ოთხდღიანი გრაფიკით მუშაობს. ასეთი სასწავლო მოდელი აქვს, ასევე, მისურის შტატის ოლქების მეოთხედს.

რას ამბობს კვლევები?

2021 წელს ჩატარებულ კვლევის თანახმად, იმ ამერიკელი უფროსკლასელების მოსწრება, რომლებიც ოთხდღიან სასწავლო კვირაზე გადავიდნენ მათემატიკაში გაუარესდა, მათთან შედარებით, ვინც კვირაში ხუთი დღე სწავლა არჩია. ამასთან, სხვა საგნების მოსწრებაზე ახალი განრიგი არ ასახულა. 

ამავე დროს, შეკვეცილი სასწავლო კვირა, სკოლებს უფრო უსაფრთხოდ აქცევს. ოკლაჰომას შტატში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩხუბისა და თავდასხმის შემთხვევები ადგილობრივ საშუალო და უმაღლეს სკოლებში 31%-ით შემცირდა. აი SAT-ს შედეგებზე კი ოთხდღიან სამუშაო კვირას არანაირი გავლენა არ მოუხდენია. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება