| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია, დეკემბერში ჩატარებული ლიტერატურული ღონისძიება - სახელწოდებით „პოეზიის დედოფალი“, რომელიც ანა კალანდაძის დაბადების დღეს მიეძღვნა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - მარიამ კეთილაძე და მარინე გრიგალავა. მონაწილეობდნენ V-X კლასების მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს პოეტის ბიოგრაფია „სლაიდების“ ფონზე, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები (ხელმძღ. ლია ჭოლოკავა), მოისმინეს თავად პოეტის მიერ წაკითხული ლექსი - „ფეხი დამადგით...“ ასევე მსახიობების - ზურა ყიფშიძისა და ლეო ანთაძის მიერ მხატვრულად წაკითხული პოეტის შემოქმედება.
მოსწავლეებმა პოეტთა დედოფლის ნიჭს ხოტბა შეასხეს ოსტატურად შეასხეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება იყო ძალიან ლამაზი და საინტერესო.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა