| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მართლწესრიგის ოფიცრები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს მე-6-მე-9 კლასის მოსწავლეებთან საქართველოს ექვს რეგიონში გამართავენ.
„განათლების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, საჯარო სკოლებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების კამპანია „მე მომავალში“ განახლდა. მიმდინარე წელს კამპანიას შეუერთდა საქართველოს სპორტის სამინისტრო, რომელიც სხვადასხვა სპორტული აქტივობით იქნება წარმოდგენილი.
მართლწესრიგის ოფიცრები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს მე-6-მე-9 კლასის მოსწავლეებთან საქართველოს ექვს რეგიონში გამართავენ. შეხვედრები დაგეგმილია თბილისსა და მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში. მიმდინარე წელს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების კამპანია ჯამში 100 საჯარო სკოლას მოიცავს.
კამპანიის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია, ცნობიერების ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია“, - აღნიშნულია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას