სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა თავის დროზე“...
06-02-2026
-
+


რამდენიმე დღეა თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის, მათი გაერთიანებისა თუ შერწყმის საკითხი საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანია და მიუხედავად იმისა, ორივე უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ფაქტს, სამინისტროს წარმომადგენლებიც ლამის ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ მათთან შეხვედრებს, თავად განათლების მინისტრმა უკვე საჯაროდ განაცხადა „გაერთიანება გარდაუვალია“-ო, ხოლო მისმა მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ დაამოწმა - გადაწყვეტილება მიღებულია და მიუხედავად იმისა, საჯარო კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ გაგვიმართავს, სამინისტრომ დისკრეციული უფლება გამოიყენაო.

და მაინც, რატომ დადგა დღის წესრიგში ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი? 

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა უნდა აღუდგინონ, რა მდგომარეობაც შექმნისას ჰქონდა: „ავიღოთ სტატისტიკა: დისციპლინებიდან, რომლებიც წარმოდგენილი იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში, მხოლოდ 43 პროცენტია ტექნიკური მიმართულება და 57 პროცენტია სამართალი, ეკონომიკა და სხვა დისციპლინები, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ აქვთ იმასთან, რაც თავის დროზე ისწავლებოდა... გვინდა, როგორც შეიქმნა თავის დროზე ეს მიმართულება - იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგვარი შვილი, ეს მდგომარეობა აღდგეს... არ დასცალდა ივანე ჯავახიშვილს ამ საკითხზე ზრუნვა, გვინდა აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა თავის დროზე ეს უნივერსიტეტი“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 სექტემბერს, სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. გაიმართა მოსწვლეთა საზეიმო მიღება

ქველმოქმედს ამ ლამაზი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს მოსწავლეთა მშობლებმა და სკოლის წარმომადგენლებმა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება