სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეთანხმება ვერ შედგა - მიქანაძე უნივერსიტეტებს 2–2.5-წლიან დროებით მმართველობასა და რეორგანიზაციას სთავაზობს
07-02-2026
-
+


განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდგომ კომენტარი მედიასთან გააკეთა და თქვა, რომ შეხვედრაზე დამსწრეებს შესთავაზა, შეიქმნას მმართველი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ორივე მხრიდან და რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს არა რამდენიმე თვის, არამედ დაახლოებით 2-2.5 წლის განმავლობაში.

უმაღლესები მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ - „იზღუდება უნივერსიტეტის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება“

მიქანაძის განმარტებით, შექმნილი მმართველი საბჭო იმსჯელებს რეორგანიზაციის პროცესზე, პოზიციების ჩამოყალიბებაზე, პროგრამების დადარებაზე და ა.შ.

„ჩვენი მხრიდან ამ პოზიციების მოსმენის და მათი ხედვების მოსმენის შემდეგ შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ ორგანომ არა მყისიერად და რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ თუნდაც 2-2.5 წლის განმავლობაში, რაც ამ რეფორმისთვის გვაქვს განსაზღვრული, იმსჯელოს ამ საკითხებზე, ყველა პოზიცია შეაჯეროს და ამ პროცესების შეჯერების შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია. ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან, გამოითქვა სურვილი, რომ ამ პროცესებით კი არ წავიდეთ, არამედ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ ყველა ამ საკითხზე იმსჯელებს, შემდგომში უკვე გადაწყვეტილებას რასაც მიიღებს,ამ პროცესით განვახორციელოთ შემდგომი ნაბიჯები რეორგანიზაციაზე. საბოოლოო ჯამში, ჩვენ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ ეს დიალოგი უმნიშვნელოვანესი იყო, ჩემი მხრიდან გაკეთდა თხოვნა, რომ ორივე უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმ კონკრეტულ შეთავაზებაზე, გაანალიზოს ის მხარეები რომლებიც დაკავშირებულია რეფორმის განხორციელებასთან. პარალელურად, ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ჩვენ გუნდში კიდევ ერთხელ შევაჯერებთ გამოთქმულ პოზიციებს და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება შევთავაზოთ ამ პროცესთან დაკავშირებით.

შეთავაზება გაკეთდა და ეს შეთავაზება არის იმასთან დაკავშირებით, რომ რადგანაც საკანონმდებლო ბაზა უკვე შესაბამისობაშია, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი და ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი საბჭო, ამასთან დაკავშირებით მე ვთხოვე, რომ მათ იმსჯელონ, იფიქრონ ამ საკითხზე და დაგვიბრუნდნენ პასუხით. მათი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იყოს ჯერ ეს პროცესები და უკვე შემდეგში გადვიდეს რეორგანიზაციის ნაწილში, თუ იქნება შესაბამისი დასკვნა სამუშაო ჯგუფის"- თქვა მიქანაძემ.

ცნობისთვის, 6 თებერვალს თსუ-ს და სტუ-ს რექტორები და პროფესორები განათლების მინისტრს გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ.უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები გაერთიანების წინააღმდეგნი არიან და ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად 29 იანვრიდან არაერთი აქცია გაიმართა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება