სიახლეები
სიახლეები

უმაღლესები მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ - „იზღუდება უნივერსიტეტის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება“
06-02-2026
-
+


საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნებდა უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა მეორე პაკეტი, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად უნივერისტეტების რეორგანიზაციასაც ეხება. 

მთავრობის გადაწყვეტილებით „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, მისი განხორციელების ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა განხორციელების განსაკუთრებული წესი.

იმავე დადგენილებით რეორგანიზაციის პერიოდში შეიძლება განსაზღვრული ვადით შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებებით განსაზღვრული მათი ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა განხორციელების წესი, თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად“. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ ზემოაღნიშნული კანონიდან გამომდინარე საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უერთებენ, -  თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება - ცვლილებებზე გივი მიქანაძე საუბრობს. 

29 იანვარს გაჟღერებულმა ინფორმაციამ ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტროების უკმაყოფილება გამოიწვია- „ხელები შორს ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან... მიზანი არის კონტროლი“ - თსუ-ს და სტუ-ს პროფესორები გაერთიანების გადაწყვეტიელბას ეხმაურებიან

გაიმართა არაერთი აქცია და მარში, და დღესაც, 18:00 საათზე განათლების სამინისტროსთან, აქციაა დაანონსებული.

„სტუ არ იყიდება“ - პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უნივერსიტეტების გაერთიანების წინააღმდეგ აქციას მართავენ

29 იანვრიდან დღემდე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. რექტორები ხან აკადემიური საბჭოს წევრებს ხვდებოდნენ, ხან მინისტრის მოადგილეს. დღეს საღამოს კი შეხვედრა დაგეგმილია განათლების მინისტრთან. ამასობაში გამოქვეყნდა თსუ-სა და სტუ-ს აკადემიური საბჭოს/სენატის დადგენილებები, რომლებიც გაერთიანების შეწყვეტისკენ მოწოდებას შეიცავს.

ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არ ეთანხმება უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის უნივერსიტეტის ნების უგულებელყოფით სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შესაძლო შერწყმას“.

და მიუხედავად იმისა, რომ საბჭო „იზიარებს უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფციის სულისკვეთებას და იტოვებს იმედს, რომ საქართველოს მთავრობაც გაიზიარებს 104 წლის ისტორიის მქონე უნივერსიტეტის მრავალათასიანი აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის და სტუდენტების თხოვნას.“,- ნათქვამია,  აკადემიური საბჭოს დადგენილებაში, რომელსაც 36 მომხრე და 0 წინააღმდეგი ჰყავს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სამინისტროს მოუწოდებს, პროცესი შეაჩეროს.

„სამწუხაროდ, დღემდე არცერთ ინსტიტუციას არ მიუღია კონკრეტული კვლევის შედეგები ან ნებისმიერი სხვა სახის დასაბუთება ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით განათლების/კვლევის ხარისხის ამაღლების ან/და სხვა შესაძლო პოზიტიური გავლენის შესახებ.

სენატი განსაკუთრებით ხაზს უსვამს უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპს, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემის ფუნდამენტურ საფუძველს.

სენატი მიიჩნევს, რომ მსგავს მასშტაბურ ინსტიტუციურ რეორგანიზაციას თან ახლავს ადმინისტრაციული და აკადემიური რისკები, როგორიცაა: მართვის სისტემების არათავსებადობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტატუსის გაურკვევლობა, ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმებისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესების მართვის სისტემების შეუთავსებლობა და ორგანიზაციული არასტაბილურობა“, - ეს პოზიცია 4 თებერვალს დაამტკიცეს სენატის - უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს - სხდომაზე, 39 ხმით ერთის წინააღმდეგ.

საკანონმდებლო ცვლილებეთან დაკავშირებით დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოების განცხადებაც გავრცელდა, სადაც ცვლილებები უარყოფითად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ მთავრობამ  უნივერისტეტების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის უფლება დაიკანონა.

„2026 წლის 3 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა მეორე პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში აღნიშნული ცვლილებებით, როგორც პირველი (16.12.2025), ისე მეორე (4.02.2026) პაკეტით, საქართველოს მთავრობამ დაიკანონა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები მიუღებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან.
 
დაუშვებლად მიგვაჩნია განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე დაჩქარებული წესით გადაწყვეტა.
 
მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ხელშეუხებლობას“

 

 

 

 

 

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სად და რამდენით შეამცირეს ხელშეკრულებით დასაქმებულები - მთავრობის განკარგულება განათლების სამინისტროს სსიპ-ებს ეხება

უმაღლესები მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ - „იზღუდება უნივერსიტეტის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება“

Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“ დაჯილდოება ამჯერად თბილისში გაიმართება

კონკურსით დასაქმებული პედაგოგებისთვის სტატუსის მინიჭებაზე სკოლებმა მასწავლებლის სახლს უნდა მიმართონ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2025 წლის ფინალისტების ვინაობა ცნობილია - იხილეთ კანდიდატთა სია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება