სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლიდან გათავისუფლებული დირექტორის დარღვეული უფლებების აღდგენისთვის სახალხო დამცველმა სამინისტროს მოთხოვნა წაუყენა
26-01-2024
-
+


სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა და თბილისში მოქმედი აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნანა ჯალაღონიას კონსტიტუციური დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოითხოვა. 

„ნანა ჯალაღონიას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება 2023 წლის 13 ივლისს აფხაზეთის ა/რ - ს განათლების მინისტრმა ნანა გაბელიამ გამოსცა. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან მის გათავისუფლებას წინ უძღოდა აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ყოფილი და მოქმედი რამდენიმე თანამშრომლის კოლექტიური საჩივარი, სადაც ისინი მიუთითებდნენ, რომ ნანა ჯალაღონია კონკრეტულ პედაგოგებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და მათ მშობლებისა და მოსწავლეების წინაშე ამცირებდა. ამასთან,  არაკანონიერად და არასათანადოდ ტვირთავდა მასწავლებლებს საგაკვეთილო საათებით, რის გამოც  2022-2023 სასწავლო წელს მოსწავლეებს კონკრეტულ საგნებში არ ჩატარებიათ გაკვეთილები“, - აღნიშნულია დოკუმენტში. 

ომბუდსმენის აპარატმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის N2 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით, ნანა ჯალაღონიას განცხადებები შეისწავლა და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, განმაცხადებლის კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება დაირღვა. 

რეკომენდაციაში ნათქვამია, საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, არის დაუსაბუთებელი და მომზადებული და გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაც იწვევს ნ.ჯ.-ს შრომითი უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და ქმნის აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლებს.

„განსახილველ საქმეში ცალსახად იკვეთება, რომ სამინისტრომ ნანა ჯალაღონიას საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უგულებელყო „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესი, რომლითაც გაწერილია თუ როდის შეუძლია სამინისტროს როგორც საზედამხედველო და მაკონტროლებელ ორგანოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა“,- ვკთხულობთ სახალხო დამცველის რეკომენდაციაში. 

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ნანა ჯალაღონიას კონსტიტუციური დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2023 წლის 13 ივლისის N67/კ ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება დადგინდეს. 

რეკომენდაციის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება