სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რატომ უნდა წეროთ ხელით? - ფსიქოლოგების კვლევა და 5 ძირითადი მიზეზი
26-01-2024
-
+


თანამედროვე სამყაროში ხელით წერას ნელ-ნელა კლავიატურაზე ბეჭდვა ანაცვლებს. მოსწავლეთა უმრავლესობა ყურადღებას აღარ აქცევს კალიგრაფიას - მათ ურჩევნიათ დიდი ძალისხმევის გარეშე, მარტივად აკრიფონ ტექსტი კლავიატურაზე. თუმცა, როგორც სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, ფურცლებზე წერა ბავშვებში ბევრ საჭირო უნარს ავითარებს.

საინტერესოა, ამის გარდა კიდევ რა სარგებელი მოაქვს ხელით წერას? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს. მის შესახებ ჩვენ ინფორმაცია მოვიძიეთ, რასაც წარმოგიდგენთ:

ხელით წერა ფსიქოლოგიურად დადებითად მოქმედებს ადამიანზე - ფურცელზე საკუთარი მოსაზრების გადატანით ადამიანი შინაგანად ცუდი ემოციებისგან თავისუფლდება, რაც დადებითად მოქმედებს მის განწყობაზე. კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს, ემოციების წერილობითი ფორმით ფურცელზე გადატანა ამაღელვებელი დავალების, ან საქმის წინ, ქრონიკული შფოთისგან გათავისუფლებაში დაეხმარა.  ის, სტრესის დონეს, დეპრესიას ამცირებს. 

გონებას ხსნის - წერის დროს ადამიანს ისეთი გენიალური აზრები მოსდის თავში, რაზეც მანამდე არც კი უფიქრია. კალამი, ფურცელი გონებას ხსნის, ფიქრსა და წარმოსახვას გასაქანს აძლევს. ამიტომ, ეცადეთ, ხშირად წეროთ ფურცელზე, მეტიც კარგი იქნება თუ ამას თქვენს ყოველდღიურობად აქცევთ.

აუმჯობესებს მეხსიერებას - თუ ტექსტს ვერ იმახსოვრებთ, ხელით გადაწერეთ. ეს საუკეთესო და უძველესი მეთოდია მეხსიერების გასაუმჯობესებლად. კვლევებზე დაყრდნობით, ხელით გადაწერა თვალით მეხსიერებას აუმჯობესებს, რაც ტექსტის დამახსოვრებასაც აიოლებს.

თვალებს ასვენებს - ხელით წერის დროს არ წუხდებით კლავიატურის გამოსხივებით. მშვიდად შეგიძლიათ მოკალათდეთ და თქვენი აზრები ფურცელზე გადაიტანოთ. თითქოს გაქვთ რაღაც ხელშესახები და არა ვირტუალური სივრცე, რაზეც შეგიძლიათ აზრებისა და განცდების გადატანა.

კლავიატურას არ შეუძლია შეცვალოს ის სიამოვნება, რასაც ადამიანი საყვარელი კალმის ხელში დაჭერითა და წერით გრძნობს. 

მარტივად სწავლოთ კითხვას - კვლევამ დაადგინა, რომ ასოების ხელით წერა ბეჭდვაზე უკეთ ეხმარება ადამიანებს კითხვითი უნარების ჩამოყალიბებაში.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ კიდევ ერთი ექსპერიმენტით დადგინდა - ტრავმული მოვლენის შემდეგ, ემოციების ფურცელზე გადატანა ფიზიკური ჭრილობების ნაწილობრივ განკურნებას უწყობს ხელს. მოხალისეების ერთ-ერთი ჯგუფის წევრები, რომლებსაც დღიურის წარმოება დაავალეს, უფრო სწრაფად განიკურნენ, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ემოციებისგან წერილობითი სახით არ თავისუფლდებოდნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება