სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბოლო სამ წელში არასრულწლოვნთა ნარკოტიკული თრობის 48 შემთხვევა დადასტურდა -  შსს-ს სტატისტიკა
25-01-2024
-
+


ნარკოტიკული თრობა ის პრობლემაა, რომელსაც ადამიანი შეიძლება წლების განმავლობაში ებრძოდეს. სამწუხაროდ, ამ გამოწვევის წინაშე არასრულწლოვნებიც არიან. ამას ის სტატისტიკაც ადასტურებს, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე ყოველწლიურად აქვეყნებს. 2023 წლის მონაცემებით ნაკოტიკული თრობა 10-ს არასრულწლოვანს დაუდასტურდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე პირებს თბილისში, იმერეთში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ამოწმებეს. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სულ 5492 ადამიანი შემოწმდა, რომელთაგან 17 არასრულწლოვანი იყო. სტატისტიკაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, როგორ იცვლება მაჩვენებელი. მაგალითად, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, იმ არასრულწლოვანთა რაოდენობა, რომელთაც ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდათ, გაზრდილია.

უფრო კონკრეტულად კი, ბოლო წლების სტატისტიკას ასეთია:

2023 წელს სულ 17 არასრულწლოვანი შემოწმდა, მათგან მედრობითი სქესის არც ერთი იყო. შემოწმებულ პირთაგან, ნაკოტიკული თრობა 10-ს დაუდასტურდა. ყველზე მეტი - 7 ახალგაზრდა თბილისში შეამოწმეს, ყველა შემთხვევაში პასუხი დადებითი იყო.

2022 წელს 16 მამრობითი სქესის პირი შემოწმდა, დადებითი მაჩვენებელი 7 იყო. ყველზე მეტი- 9 არასრულწლოვანი ქვემო ქართლში შეამოწმეს, მათგან 5 ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო.

2021 წელს, ბოლო წლების განმავლობაში, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე, ყველაზე მეტი - 30 არასრულწლოვანი შეამოწმეს, მათგან 28 მამრობითი, ხოლო 2 მდედრობითი სქესის იყო. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, თრობა 17 ვაჟსა და 2 გოგოს დაუდასტურდა. ამავე წელს, ყველზე მეტი - 9 ახალგაზრდა თბილისში შეამოწმეს, მათგან მხოლოდ 1-ის პასუხი იყო უარყოფითი.

2020 წელს შემოწმებული 30 არასრულწლოვნიდან, 27 ვაჟი, ხოლო 3 გოგონა იყო. მათგან 11 ბიჭი და 1 გოგო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო. ყველზე მეტი - 7 ახალგაზრდა კახეთში შეამოწმეს, 6-ის შემთხვევაში პასუხი დადებითი იყო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება