სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების ტრენინგკურსებზე მონაწილეთა რეგისტრაციას აცხადებს
24-01-2024
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კიბერუსაფრთხოების საფუძვლების, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკულ ტრენინგკურსებზე მსმენელების მეორე ნაკადის მიღებას აცხადებს.  

კურსები არის სხვადასხვა დონის და განკუთვნილია, როგორც დამწყებთათვის (კიბერუსაფრთხოების საფუძვლები) ასევე საშუალო რგოლის (ეთიკური ჰაკერი) და გამოცდილი (ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი) სპეციალისტებისთვის. 

კურსების მიზანია კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და  კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება. USAID-ისა და KIU-ს ერთობლივმა პროექტმა უკვე მიაღწია თვალსაჩინო შედეგებს. კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი პირველ ეტაპზე  59-მა, ხოლო მეორეზე 41-მა  მონაწილემ წარმატებით დაასრულა. ასევე, KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი.

სწავლება განხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე (აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა) ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ. 

ტრენინგკურსების წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ  EC-Council-ის საერთაშორისო გამოცდის ვაუჩერს. EC Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაცია. იგი საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში და EC Council-ის საერთაშორისო სერტიფიკატი გახლავთ კიბერუსაფრთხოების დარგში მაღალი კვალიფიკაციის დასტური.

ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსში გასულ მონაწილეებს, ვინც არ არის ქუთაისიდან, უნივერსიტეტი სთავაზობს საუნივერსიტეტო საცხოვრებელში განთავსებას ტრენინგ კურსის განმავლობაში. კურსები არის უფასო და დაფინანსებულია KIU-ს და  USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში. 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=205&news_id=341&lng=geo

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება