სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში, სამინისტრო საჯარო სკოლებში თებერვლიდან ახალ პროექტს იწყებს
24-01-2024
-
+


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2024 წლიდან იწყებს ახალი პროექტის  განხორციელებას სახელწოდებით  -  „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“, რომლის მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა.

2023 წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 283 საპროექტო განაცხადი. საკონკურსო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი განაცხადები, რის შედეგად შერჩეული იქნა  60 პროექტი, რომელთა განხორციელება დაიწყება 2024 წლის თებერვლიდან და გაგრძელდება ივნისის ჩათვლით. 

„პროექტი ჩემს გაკვეთილზე" განაცხადების შეფასებისას კომისიის მიერ შეფასდა განსაზღვრული კრიტერიუმებით, მათ შორის: მკაფიოდ გაწერილი მიზანი; განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი; შედეგი; პროექტის აქტივობის შეფასების რუბრიკა; დიფერენცირებულად სწავლების, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირების გეგმა; ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიზნებთან  პროექტით გათვალისწინებული აქტივობების კავშირი. 

„პროექტი ჩემს გაკვეთილზე" კონკურსი ორ ეტაპად ცხადდება. მეორე ეტაპზე საპროექტო განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. პროექტის განხორციელების ვადად განისაზღვრება 2024-2025 სასწავლო წელი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება