სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის ჩატარდება წამყვან-მენტორობის მსურველთა გამოცდა? - კითხვაზე პასუხი არც ერთ უწყებას არ აქვს!
23-01-2024
-
+


„მივიღე გადაწყვეტილება, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია გადავადდეს 2024 წლის დასაწყისში. თუმცა, ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა“, - ეს ფრაზა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მას შემდეგ გააჟღერა, რაც გაირკვა, რომ 2023 წელს კარიერული წინსვლის მსურველი მასწავლებლებისთვის ტესტირება არ ჩატარდებოდა.

წამყვან-მენტორობის გამოცდა წელს აღარ ჩატარდება - განათლების მინისტრი სტატუსის ამაღლების მსურველებს მიმართავს

დადგა 2024 წელი და ამ დრომდე უცნობია, როდის იგეგმება პროფესიულ უნარებში გამოცდა წამყვან-მენტორობის მსურველებისთვის.

აღნიშნული კითხვით etaloni.ge-ს სასკოლო საზოგადოების არაერთმა წარმომადგენელმა მიმართა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალების გარკვევა განათლების, მეცნიერების  და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ანუ პირდაპირ ადრესტთან გადავწყვიტეთ.

სამინისტრომ მასწავლებლის სახლთან გადაგვამისამრთა, სადაც გვიპასუხეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნიათ. ასე რომ გამოდის, არც ერთ უწყებას, რომელიც თუნდაც რაიმე კუთხითაა დაკავშირებული წამყვან-მენტორობის გამოცდასთან, ინფორმაცია არ აქვს.

სამაგიეროდ ის ვიცით, რომ ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით  შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსისა და წამყვანი სპეცმასწავლებლის გამოცდების საკითხზე მუშაობს - ეს ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. 

etaloni.ge განაგრძობს მოკვლევას და როგორც კი საკითხის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება, ჩვენს მკითხველს შევატყობინებთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება