სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

NAEC-მა გამოცდებზე რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები ცნობილია
16-01-2024
-
+


შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის მარტში აპლიკანტებს შეეძლებათ ჩააბარონ კემბრიჯის შემდეგი გამოცდების ფურცლის ვარიანტი (paper-based) - KET, PET, FCE და CAE. მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია 16 იანვრიდან დაიწყება და 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მას, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, გვიანი რეგისტრაციის შესაძლებლობა 29 იანვრიდან 30 იანვრის  18:00 საათამდე ექნება. გვიანი რეგისტრაციის საფასური 120 ლარს შეადგენს (დამატებული გამოცდის საფასურს). 
 
2024 წლის მარტის გამოცდებზე დარეგისტრირება აპლიკანტებს ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით შეუძლიათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე კემბრიჯის მენიუში განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ:

  • გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოტო; 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (აიდი ბარათი ან პასპორტი) ფოტო.
 
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აიდი ბარათი ან პასპორტი), მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. არსებული ფორმის ყველა ველი, გარდა კანდიდატის ნომრისა, უნდა იყოს შევსებული, დაკრული უნდა ჰქონდეს 3X4-ზე ზომის 2 ფოტო, რომლებზეც ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი სკოლის/მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელს ან დირექტორს. 
 
იმისათვის, რომ აპლიკანტი დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, გთხოვთ დაელოდოთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოსულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირაში აპლიკანტი რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს გამოცდის განრიგს.
 
 
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
 
KET- 9 მარტი
PET- 9 მარტი
CAE- 9 მარტი
FCE- 15 მარტი
 
კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავსი გამოცდებისაგან განსხვავებით, მისი სერტიფიკატი უვადოა. ამ გამოცდებს ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება