სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მორიგი წარმატება პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში 
15-01-2024
-
+


ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია და მისი პედაგოგები განაგრძობენ წარმატებულ მოღვაწეობას და საფინალო ადგილებს იკავებენ სხვადასხვა კონკურსებში. ამჯერად, აკადემიამ მონაწილეობა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ ორგანიზებით, გამართულ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის კონკურსში მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია 2019 წლიდან მონაწილეობს  პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსშ და ბოლო რამდენიმე წელია სხვადასხვა ნომინაციაში საფინალო ადგილებს იკავებს.

2023 წლის  გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 10 იანვარს გაიმართა, აკადემიამ კი წელს 4 საკონკურსო განაცხადი წარადგინა და საფინალო პოზიცია მოიპოვა შემდეგ ნომინაციებში:

1.ნომინაციაში „წლის პროფესიული განათლების მასწაველბელი“ ფინალისტი გახდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელი - გიორგი აფხაზავა;

2. ნომინაციაში წლის ,,პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი“ ფინალისტი გახდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პარტნიორი - „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი”;

3.უნარების სააგენტოს მიერ დაწესებულ ნომინაციაში „წლის სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი“ ფინალისტი გახდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო განათლება“ პრაქტიკის ინსტრუქტორი - ია გელენიძე.

აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავს, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და სისტემაში საუკეთესო მაგალითების გამოვლენას.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება