სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასკის SpaceX 20 წლის ალექსანდრე აბუსელიძემ ასანთის ღერებით ააგო - „მინდა, ჩემი ნამუშევარი მანაც შეაფასოს“
09-01-2024
-
+


20 წლის ალექსანდრე აბუსელიძემ ასანთის ღერებისგან ილონ მასკის SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი ააგო, რისთვისაც 1 წელი და ასანთის 300 000 ღერი დასჭირდა. რატომ SpaceX? - ამ კითხვას ალექსანდრე etaloni.ge-სთან პასუხობს, გვიამბობს, რომ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობს და იმასაც გვიმხელს, რომ მეორე პროფესიად, არქიტექტურის შესწავლაც სურს. 

ალექსანდრე აბუსელიძე ასევე აღნიშნავს, რომ სურს დაუკავშირდეს მასკს, ნამუშევარი შეაფასებინოს და მისი აზრიც მოისმინოს. ისე კი, სულ 8 ნამუშევარი აქვს, პირველი 16 წლისამ დაამზადა - კონსტრუქციების დამზადება მისთვის განტვირთვის საშუალებაა, მომავალში კი თავი საჯარო მოხელედ წარმოუდგენია.  
  

- კონკრეტულად ამ კონსტრუქციის დამზადება რატომ გადაწყვიტეთ?

- დაახლოებით, 1 წლის წინ, 2023 წლის თებერვალში, გადავწყვიტე, რომ ისეთი კონსტრუქცია გამეკეთებინა, რომელიც კოსმოსთან იქნებოდა დაკავშირებული. ვიფიქრე, რომ ამისთვის ძალიან კარგი ერთ-ერთი წარმატებული პროექტის კონსტრუქციის დამზადება იქნებოდა - ეს არის Starship-ის SpaceX კოსმოსური ხომალდი. 

- SpaceX კოსმოსური ხომალდი თქვენი პირველი ნამუშევარია?

- არა, ეს კონსტრუქცია რიგით მერვეა. ყველაზე მასშტაბური წინა ნამუშევარი საკრუიზო გემია, მანამდე იყო ჩემი სკოლა „ნიკე“, თვითმფრინავი, ბიგბენი და ა.შ. პირველი კონსტრუქცია 16 წლის ასაკში დავამზადე. 

- თავად ილონ მასკთან დაკავშირება გიცდიათ?

- ვეცდებით, რომ დავუკავშირდეთ. მასთან დაკონტაქტება საკმაოდ რთულია, ვფიქრობ, დამეხმარებიან რომ დავუკავშირდე. მინდა, ნამუშევარი მანაც ნახოს, შეაფასოს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომლელიც ვინმესგან რამეს მოითხოვს, უბრალოდ დადებითი ემოციები მიხარია. 

- ამ საქმიანობას თქვენს მომავალ პროფესიასა და საქმიანობასთან რაიმე სახის ბმა აქვს?

-  ჩემი ჰობი არც ჩემს პროფესიასთან და არც საქმიანობასათან არანაირ კავშირში არაა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობაზე ვსვწავლობ, მე-3 კურსზე ვარ. სხვადასხვა გატაცება მაქვს, მათ შორის, კულინარიაც. გარდა ამისა, ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ვარ. მიწევს ახალგაზრდებთან კონტაქტი და პროექტების დაგეგმვა. კონსტრუქციების აგება კი სრულიად დამოუკიდებელი სფეროა, ეს ჩემთვის მედიტირების, განტვირთვის საშუალებაა. მომავალში ჩემს თავს ვხედავ, როგორც კარგ საჯარო მოხელეს. მეორე პროფესიის - არქიტექტურის შესწავლაც მინდა.

- რამდენად რთული და შრომატევადი აღმოჩნდა ბოლო ნამუშევარზე მუშაობა?

- ნამდვილად საკმაოდ შრომატევადი საქმეა. გამოცდილებიდან გამომიდინარე ვიტყოდი, რომ ყველაზე რთული ასანთის ღერებისგან ფორმების შექმნაა. ასანთის ღერი არის სწორი ჯოხი, რომელიც არ იღუნდება და ძალდატანების შემთხვევაში, გატყდება. ფორმების ამოჭრა კი საკმაოდ რთული პროცესია. რთული იყო ისიც, რომ აღნიშნული კონსტრუქცია სიმაღლეში თითქმის 3 მეტრია და ვინაიდან მე ნახაზები არ მქონდა, ყოველ დღე, როდესაც კონსტრუქციას ასანთის ღერები ემატებოიდა, სახაზავით ვნახულობდი, რამდენად სწორი იყო. 

- იცით, შემდეგი ნამუშევარი რა იქნება?

- ჯერჯერობით, ახალი კონსტრუქცია რაზე იქნება, არ გადამიწყვეტია, 2025 წლამდე მომდევნო ნამუშევრის აგებას აღარ ვაპირებ, დავისვენებ. აქვე უნდა ვთქვა, რომ ყოველთვის ასე ვამბობ, მაგრამ 1 თვეში ახალ ნამუშევარზე მუშაობას ვიწყებ ხოლმე. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება