სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ალილო, ლოცვა ლამარიასთვის და ბაჭულები... - საშობაო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
06-01-2024
-
+


7 იანვარს მაცხოვრის შობას მორწმუნე მართლმადიდებლები სარკმელში ანთებული სანთლით ეგებებიან, რაც სიმბოლურად უფლისათვის კარის გაღებას ნიშნავს და ეს ტრადიცია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა. 

საქართველოში შობის დღესასწაულს საშობაო ალილოთი ეგებებიან. რაც შეეხება საშობაო სუფრას, გურიაში მთავარი საშობაო სამზადისი ღვეზელის გამოცხობით იწყება, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა უნდა ჰქონდეს; 

ადრე იმერეთში შობის წინა საღამოს ოჯახის თითოეული წევრისთვის კლავდნენ ქათამს, კუჭმაჭის ნაცვლად ურთავდნენ ჭყინტ ყველს და მოხარშულ ბრინჯს. დილით ოჯახის წევრები ერთად საუზმობდნენ და ამ საუზმეს ხაციცი ეწოდებოდა.

სამეგრელოში შობის წინა დღეს ღორს კლავენ, რომელსაც „საქირსე ღორი“ ეწოდება; ასევე ამზადებენ კუპატს და ხარშავენ დედალს. 

აფხაზეთში 7 იანვარს  ანუ „სამყაროს შექმნას" უწოდებდნენ, როდესაც ოჯახის უფროსი სანთლით ჩამოივლიდა და დალოცავდა სახლ-კარს. 

აჭარულ საშობაო სუფრაზე აუცილებელია ბაქლავა და აჩმა, ბარაქის მოსაზიდად კი ოთახის ოთხივე კუთხეში მარცვლეულს აბნევენ.

რაჭაში საშობაოდ ცხვება ნიგვზიანი და სხვა შიგთავსიანი ნამცხვრები, ასევე ბაჭულები – ხაჭოიანი ხაჭაპურები, კაც-ბასილას ცხობა კვლავ შემორჩენილია. 

სვანეთში შობას ლობიან პურებს აცხობდნენ და საშობაოდ ორი სუფრა იშლებოდა: ერთი ცოცხლებისთვის, მეორე მიცვალებულებისთვის. ორივე სუფრაზე კორკოტი, ერთი სანთელი და ლობიანი პურები ეწყო. ერთი სუფრა ლამარიასთვის - ღვთისმშობლისთვის იშლებოდა და მასთან მხოლოდ ქალები სხდებოდნენ. ოჯახის უფროსი ილოცებდა. ლოცვის დასრულების შემდეგ კაცები და ბავშვები ერთ სუფრას, მეორეზე გადადგამდნენ და ივახშმებდნენ. ამ დღეს იხსენიებდნენ ლამარიას და „ქრისდეშს“ (ქრისტეს). სვანეთში შობა ძირითადად საოჯახო დღესასწაული იყო.

ქართლში საშობაოდ კვერებს აცხობდნენ და ოჯახის წევრებს ურიგებდნენ .

კახეთში შობის დღეს ნეკრესის სალოცავში მიდიოდნენ და ღორებს კლავდნენ. ამ სამსხვერპლო ღორს „ლომტახს“ ეძახიან.

მესხეთ-ჯავახეთში თუთისა და დათლილი ნიგვზისგან მზადდება გოზინაყი. სადღესასწაულოდ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს ღორის ხორცი.

თიანეთში საშობაო სუფრისთვის აუცილებლად აცხობენ ქადებს.

უახლოეს წლებში თბილისელმა მანდილოსნებმა დაიწყეს საშობაო ლიქიორის მომზადება, რომლის მზადებასაც მაისიდან იწყებენ და შობისთვის ამთავრებენ. იგი მოიცავს სხვადასხვა ხილის არომატს და ამჟამად საქართველოს ყველა კუთხეშია გავრცელებული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება