სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი „ეტალონ მოსწავლეს“ ტრადიციულად სტიპენდიას უწესებს
25-12-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის მეორე პერიოდის კონკურსები დასრულდა. აღნიშნული პროექტი მოსწავლეებისთვის მამოტივირებელი, საინტერესო და სიურპრიზებით აღსავსეა. წლებია, რაც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ქუთაისის „ეტალონ მოსწავლეს“ სტიპენდიას უნიშნავს. გამარჯვებულ მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან, მის დასრულებამდე, ყოველთვიურად, 100 ლარი ერიცხება. 

აღსანიშნავია, რომ მაია ცქიტიშვილმა თანხა საკუთარი ხელფასიდან გამოყო. გარდა ამისა, მისივე ინიციატივით, „ეტალონი მოსწავლის“ სკოლისთვის გარდამავალი თასი დაწესდა. რომელმაც უკვე მე-3 წელია, რაც ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში დაიდო ბინა. გამარჯვებული წელსაც ამავე სკოლის IX კლასის მოსწავლე ანი ბობოხიძე გახდა.

მაია ცქიტიშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატთან დაკავშირებული ტრადიციის შესახებ etaloni.ge-ს ესაუბრა.

„ექსპრომტად გადავწყვიტე, რომ არა საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“, არამედ „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ დამეჯილდოებინა, გამოვყავი სტიპენდია, რომელიც ჩემი სახელფასო ნაწილიდან გაიცემა. ასევე, მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებული მოსწავლეები ერთმანეთს კიდევ უფრო უკეთ იცნობდნენ. თასზე ამოტვიფრულია მოსწავლის სახელი და გვარია და ის წელი, როდესაც „ეტალონი მოსწავლე“ გახდა. ამ ტრადიციის დამკვიდრებიდან, დღემდე, მე-5 გამარჯვებული გვყავს. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 3 წელია, რაც ზედიზედ 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმარჯვებენ. მე-3 წელია, რაც თასმა ბინა ამ სკოლაში დაიდო.

ვთვლი, რომ „ეტალონია“ პირველი სატელევიზიო გადაცემა, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს. შემდეგ პროექტმა ინტერნეტ სივრცეში გადმოინაცვლა, თუმცა კონკურსში მონაწილეობის სურვილი და მოტივაცია მოსწავლეებს არ დაუკარგავთ. ამ მხრივ, ქუთაისი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა, თავისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეებით“,- ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. 

მაია ცქიტიშვილის თქმით, „ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. 

„მე ყველა გამარჯვებულსა და მუნიციპალიტეტს ვულოცავ. წელს „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ხარაგაულის წარმომადგენელი გახდა. მე და ხარაგაულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი შეხვედრაზე ვიყავით და ამიტომ ვერ ჩავერთეთ LIVE ფორმატში. ეს გამარჯვება მართლაც დიდი სიხარულია არამხოლოდ მოსწავლისთვის, დირექტორისთვის, მშობლისთვის, არამედ მოტივაციაა ჩვენთვისაც - რესურსცენტრებისთვის, რადგან ეს გვაძლიერებს და იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გამარჯვებული მოსწავლე საზოგადოებას წარვუდგინოთ. ვულოცავ ყველა მშობელს, რომელმაც იცის, თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა განუვითაროს შვილს უნარები. როდესაც მიმდინარე წლის „ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვებულის თასი გადაეცემა ხოლმე, ამ დროს, ყველა ერთმანეთს ულოცავს. რასაკვირველია, მშობლები ძალიან ბედნიერები არიან, ყველასთვის სასიამოვნოა, რომ მისი შვილი ქალაქში გამორჩეული მოსწავლეა“,- აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება სურს:

„უნდა აღვნიშნო, რომ სასურველია, „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეში გადიოდეს, ეს მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი იქნება. ახალგაზრდებს უნდათ, რომ საზოგადოებამ ეკრანიდან დაინახოს.
რაც შეეხება სტიპენდიას, ის, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეების ანგარიშზე, მშობლების ნებართვით, ყოველი თვის ბოლოს ირიცხება“,- თქვა მაია ცქიტიშვილმა. 

მისივე თქმით, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოსწავლეები ამ თანხას საყვარელი წიგნების, ბლოკნოტებისა და ალბომების შესაძენად იყენებენ. „ეს არის თანხა, რომელიც მან თავისი ინტელექტუალური შრომით მოიპოვა. მოსწავლეებს სურვილი აქვთ, რომ კონკურსში მომავალ წელსაც ჩაერთონ“,- აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

თითოეულ აღსაზრდელს 30 000 ლარს სახელმწიფო გადაუხდის - სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

5 პოპულარული პროფესიულ პროგრამა, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი აბარებს

პიროვნება

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

ღონისძიებამ არაერთი ლამაზი ნომერი გააერთიანა და მშობელთა გულები სიამაყით აავსო

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება