სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

უკუთვლა ახალი წლის ღამეს - ტრადიცია, რომელსაც ნეგატიური ფაქტები უდევს საფუძვლად და რომელიც დღეს, სადღესასწაულო წამებს ითვლის 
31-12-2023
-
+


ახალი წლის ღამეს, ერთგვარ ტრადიციადაა ქცეული უკუთვლა, რომელითაც ვაცილებთ ძველ წელს და ვეგებებით ახალს. თუმცა საინტერესოა, საიდან იღებს ეს ჩვეულება სათავეს და რა მიზეზი უდევს საფუძვლად. 

დღეს, მოგიყვებით ისტორიას, უკუთვლის ტრადიციაზე, რომელსაც ნეგატიური ფაქტები უდევს საფუძვლად და რომელიც წლების შემდეგ, სადღესასწაულო წამებს ითვლის.

ზოგადად, უკუთვლის ტრადიცია, როგორც უცხოურ წყაროებში გამოიკვეთა, ორ პროცესს უკავშირდება, პირველი - შეიძლება ეს იყოს „გენეზისის ათვლა“: დროის ამოწურვის შემდეგ, თავიდან დაბადება, ახალი წლის მოლოდინი - თავისი პროგნოზებით, გადაწყვეტილებებითა და წვეულებებით - ჩვეულებრივ გენერაციული, ოპტიმისტური და იმედისმომცემია.

მეორე კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ ნეგატიურ მოვლენას უკავშირდება და მას - „აპოკალიფსურ ათვლას“, უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფა ყოველთვის იყო ამერიკული ცხოვრების ნაწილი, ბირთვული განადგურების საფრთხემ გაავრცელა ეგზისტენციალური შიშები. მოგვიანებით კი, 1947 წელს, მეცნიერებმა წარმოადგინა განკითხვის დღის საათი, მომდევნო წლებში სწორედ ამ მეცნიერებმა შემოიტანეს ტერმინი „უკუთვლა“ ამერიკულ ლექსიკონში.

ალფრედ ჰიჩკოკმა, ატომური ათვლა 1957 წელს გადაღებულ სატელევიზიო ფილმში - „ოთხი საათი“, აჩვენა და გაანადგურა გარეუბნის სახლის სარდაფი, რომელიც აღჭურვილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებით. 1950-იანი წლების სატელევიზიო ათვლა, რეალური თუ გამოგონილი, იყო საშინელი დროითი გამოცდილება. 

მაგრამ 1961 წლის 5 მაისს, უკუთვლამ მიიღო პირველი, მნიშვნელოვანი, დადებითი ასოციაცია. დაახლოებით 45 მილიონმა ამერიკელმა, დაითვალა უკან და იზეიმა ამერიკის პირველი კოსმოსური ხომალდის წარმატებული აფრენა - ეს კი, არა დასასრულს, არამედ დასაწყისს იუწყებოდა. 

დროთა განმავლობაში, უკუთვლა დადებით ამბებს მოასწავებდა, 1980-იანი წლების მიწურულს Times Square-ზე დამონტაჟდა უკუმთვლელი საათები, სატელევიზიო გრაფიკამ დაიწყო ახალი წლის ღამემდე დარჩენილი დროის ჩვენება, რომლის გასვლასაც ყველა დიდი სიხარულით ელოდა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება