სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„გამარჯვება ყველაზე მცირეკონტინგენტიანმა სკოლამ მოიპოვა“, - ლენტეხის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა 
12-12-2023
-
+


„ეტალონი გუნდის“ ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს ლენტეხის მოსწავლეები შეეჯიბრნენ. 

მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის ამაღლებაზე ორიენტირებული პროექტის - „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის ფარგლებში, ერთმანეთს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ.

20 კითხვის შემდეგ გამარჯვებულიც გამოვლინდა, პირველ ადგილზე ფანაგის საჯარო სკოლა გავიდა, გუნდის შემდეგი შემადგენლობით: ბარბარე ონიანი (გუნდის კაპიტანი), ელენე ზურაბიანი VI კლასი, მაიზერ ხაბულიანი VI კლასი, ელენე ზურაბიანი VII კლასი. გუნდმა 85 ქულის დაგროვება 124 წამში მოახერხა.

             

ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, ლენტეხის „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის, ერთმანეთს 8 სკოლის 32 მოსწავლე ეჯიბრებოდა. მონაწილეთა გასამხნევებლად რესურსცენტრში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი etaloni.ge-სთან კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ:

„ეტალონის“ ჩემპიონატმა შესანიშნავად ჩაიარა. ეს პროექტი ბავშვების ცოდნის ამაღლებას ემსახურება, რათა სწავლაზე იყვნენ ორიენტირებულნი და შესაბამისად დაინტერესებაც დიდია ჩვენი მხრიდან. გუნდური ფორმატი ძალიან მომწონს, რადგან ბავშვები ჯგუფურად მუშაობას ეჩვევიან, ერთად ფიქრობენ და გადაწყვეტილებასაც ისე იღებენ“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი გაზდელიანმა.

„ეტალონი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ეროვნული, პრიორიტეტული პროექტია. ის ნაცნობია ჩვენი სკოლებისა და ზოგადად საგანმანათლებლო სივრცისთვის. გუნდური ჩემპიონატის სამზადისისთვის სკოლები მობილიზებული იყვნენ და დიდი ინტერესით ელოდებოდნენ მას. კონკურსი უმაღლეს დონეზე ჩატარდა. მისი წამყვანი ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი აღფრთოვანებული იყო ჩვენი ბავშვებით. მინდა აღვნიშნო, რომ გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება ყველაზე მცირეკონტინგენტიანმა სკოლამ მოიპოვა. ეს იმას უსვამს ხაზს, რომ ბავშვების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ხარისხი. ზოგადად, ეს პროექტი „ეტალონი“ და მისი წამყვანი ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ძალიან ახლობელია ჩვენთვის. ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდებით მის წამოწყებულ პროექტებს. ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას ფანაგის საჯარო სკოლის გუნდს და მომავალშიც წარმატებას ვუსურვებ“, - აღნიშნავს რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა.

ღონისძიებამ წარმატებულად და მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ. „ეტალონი“ წარმატებული პროექტია, რომელიც ახალგაზრდების ცოდნას ამაღლებს და რაც მთავარია მოტივაციას აძლევს მათ. ლენტეხის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან მასში, მეცადინეობენ და მომზადებულები გადიან ჩემპიონატზე“, - ამბობს მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსი - მედიკო ხვისტანი.

           

მოსწავლეთა წარმატებას მთელი სასკოლო საზოგადოება ზეიმობს. სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ გამარჯვებამ თითოეული მათგანი უდიდესი სიხარულით აღავსო.

„ეტალონის“ ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, ძალიან კარგად იყო ორგანიზებული ყველაფერი. შესანიშნავი ატმოსფერო იყო, რასაც ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ქმნიდა პიროვნულად. პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მას ბავშვებთან, დიდი ოვაციებითა და ენთუზიაზმით შეხვდა მოსწავლეებს. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა დადებითად იმოქმედა მოსწავლეებზე. რაც შეეხება მოლოდინს, იმედი მქონდა და რა თქმა უნდა, ველოდი ჩემი სკოლის გუნდის გამარჯვებას. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ იქ მყოფი თითოეული ბავშვი იყო ძალიან ნიჭიერი და ჰქონდათ გამარჯვების შესაძლებლობაც. ამდენ ნიჭიერ ბავშვს შორის, რა თქმა უნდა, გამიხარდა, რომ ჩემმა მოსწავლეებმა მოახერხეს გამარჯვება. ეს წარმატება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და ჩვენი მოსწავლეთათვის“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი დალი რატიანი.

Etaloni-ge-ს გამარჯვებისგან გამოწვეული შთაბეჭდილებები და ემოციები გუნდის კაპიტანმა ბარბარე ონიანმა გაუზიარა.

„სიმართლე რომ გითხრათ ჩემპიონატში გამარჯვებას არ ველოდებოდი, მაგრამ ჩემი გუნდის წევრების დამსახურებით ეს შევძელით. პირველ რიგში, ვფიქრობ, ამ გამარჯვებით სკოლა ვასახელეთ, რაც ძალიან მიხარია. ზოგადად, გუნდურად თამაში ძალიან მომეწონა. ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღეთ და ცოდნა ავიმაღლეთ. მოკლედ, კარგი გამოცდილება იყო თითოეული ჩვენგანისთვის.“


ასევე იხილეთ;

ლენტეხის „ეტალონი გუნდი“ ცნობილია


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება