სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„გუნდური ფორმატი ახალგაზრდებს ძალიან მოსწონთ, რაც ჩემპიონატის დღეს აშკარა იყო“ - ჩხოროწყუს „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა 
11-12-2023
-
+


„ეტალონი გუნდის“ ტიტულის მოსაპოვებლად ამჯერად, ერთმანეთს ჩხოროწყუს მოსწავლეები შეეჯიბრნენ.

მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებაზე, სხარტი აზროვნების გაუმჯობესებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული პროექტის - „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის ფარგლებში, ერთმანეთს ქალაქის მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ.

20 კითხვის შემდეგ გამარჯვებულიც გამოვლინდა, პირველ ადგილზე გავიდა ახუთის N1 საჯარო სკოლა, გუნდის შემდეგი შემადგენლობით: მარიამ გამსახურდია (გუნდის კაპიტანი), ანასტასია ჩიტაია VI კლასი, ალექსანდრე გერსამია VI კლასი, ანდრია ლაგვილავა VI კლასი, თათია ჯალაღონია VII. გუნდმა 69 ქულის მოპოვება 179 წამში მოახერხა.

           


ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, ჩხოროწყუს „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის, ერთმანეთს 85 მოსწავლე ეჯიბრებოდა. მონაწილეთა გასამხნევებლად სკოლაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, გულშემატკივრები შეიკრიბნენ. ისინი etaloni-ge-სთან კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ:

„ეტალონის“ სულისჩამდგმელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს უდიდეს პატივს ვცემ. ზოგადად, ეს პროექტი ძალიან კარგი წამოწყებაა. ახალგაზრდებს საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას სძენს, რაც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის“, - განაცხადა ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ.

„ეტალონი“ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობების მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს. განახლებული ფორმატი ძალიან მომწონს, რადგან ბავშვები გუნდურ მუშაობას ეჩვევიან. ზოგადად, ძალიან კარგი პროექტია და ყოველთვის ვიქნები მისი ჩატარების მომხრე. გუნდური ფორმატი ახალგაზრდებსაც ძალიან მოსწონთ, რაც ჩემპიონატის დღეს აშკარა იყო. მათი გაბრწყინებული თვალები სწორედ ამას უსვამდა ხაზს. მეც, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ დღით“, - აღნიშნავს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია.

„ძალიან მომწონს „ეტალონის“ პროექტი, რადგან კარგ საქმეს ემსახურება. პროექტი ჩვენი ახალგაზრდების უნარების, ცოდნის განვითარებასა და ინტელექტის ამაღლებას ხელს უწყობს. ამ ძალიან სასარგებლო და კარგი წამოწყებისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორს, მის სულისჩამდგმელს, ბატონ გოჩა  ტყეშელაშვილს და ყველას, ვინც მასშია ჩართული. ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ ეს ჩემპიონატი. დიდი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობენ“, - ამბობს ჩვენთან საუბარში საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია.

„ძალიან კარგად და ორგანიზებულად ჩაიარა ღონისძიებამ. ბავშვების ჩართულობა და ინტერესიც მაღალი იყო. ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა, რომელიც უკვე მრავალი წელია ამ პროექტს ხელმძღვანელობს ძალიან დადებითი მუხტი შემოიტანა სკოლაში. ყველა გუნდის წარმომადგენლები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ ამ პროექტში და მივესალმები თუ კიდევ ბევრჯერ ჩატარდება როგორც ჩხოროწყუში, ასევე სხვაგანაც“, - აღნიშნავს საკრებულოს წევრი ჯანო პერტაია.

„ეტალონი“ ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენი მოსწავლეებისთვის, წარმოეჩინათ შესაძლებლობები. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი მათ მხოლოდ გადაცემაში ჰყავდათ ნანახი და როცა ახლოდან ნახეს და გაიცნეს ეს ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა ბავშვებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ შთამბეჭდავი საღამო გამოვიდა. რაც შეეხება ზოგადად ამ პროექტს, ვფიქრობ, ბავშვებისთვის მოტივაციის მიმცემია და მათ შესაძლებლობებს ახალისებს“, - განაცხადა მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა თეა ტყებუჩავამ.

„ღონისძიებამ ძალიან კარგ და მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვებიც ძალიან გახარებულები და მონდომებულები იყვნენ. ვინც ვერ გაიმარჯვა, მათაც თქვეს, რომ კარგი იქნებოდა თუ ამ მიმართულებით იმუშავებდნენ. აუცილებელია მეცადინეობა, რომ შედეგი გვქონდეს. მადლობა „ეტალონს“ ამ შესაძლებლობისა და გამოცდილებისთვის“, - აღნიშნავს რესურსცენტრის უფროსი ლია ჯალაღონია.

             

მოსწავლეთა წარმატებასა და სიხარულს მთელი სასკოლო საზოგადოება იზიარებს. სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ პროექტი მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს.

„ეტალონის“ პროექტამდე, სკოლაში, შიდა ჩემპიონატი გავაკეთეთ და ავარჩიეთ 5 ბავშვი. შემდგომ დავიწყეთ მომზადება. ამიტომ, გამარჯვების მოლოდინი გვქონდა. ზოგადად, ძალიან მომწონს ეს პროექტი მოსწავლეთათვის ნამდვილად მოტივაციის მიმცემია“, - განაცხადა ახუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა სულხან ჯიჯელავამ.

Etaloni-ge-ს გამარჯვებისგან გამოწვეული ემოციებისა და შთაბეჭდილებების შესახებ გუნდის კაპიტანი - მარიამ გამსახურდიაც ესაუბრა:

„გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავდროულად საპასუხისმგებლო იყო. ბავშვები ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ერთმანეთს მხარში ვედექით და ვეხმარებოდით. ძალიან მომწონს განახლებული ფორმატი, რადგან გუნდურად ვმსჯელობთ და ერთმანეთის აზრის მოსმენას ვეჩვევით. ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს. პირველ რიგში ამან მოტივაცია ამიმაღლა, რათა სხვა დროსაც მივიღო მონაწილეობა კონკურსში“. 



ასევე იხილეთ:

ჩხოროწყუს „ეტალონი გუნდი“ ცნობილია




კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება