სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

ლენტეხის „ეტალონი გუნდი“ ცნობილია
06-12-2023
-
+


„ეტალონი“ განახლებული, გუნდური ფორმატით ამჯერად ლენტეხს ესტუმრა. 5 დეკემბერს ერთ ოჯახად შეიკრიბნენ მონაწილეები, სასკოლო საზოგადოებისა თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაც თითოეული მოსწავლის წარმატება ისევე უხაროდა თითოეულს, როგორც საკუთარი. 

რესურსცენტრში ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ცოდნასა და ერუდიციაში ეჯიბრებოდნენ. 

„ეტალონის გუნდური ჩემპიონატის“ ფარგლებში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 8 სკოლის 32 მოსწავლე შეეჯიბრა. ლენტეხის სასკოლო საზოგადოება კი მომავალი თაობის საგულშემატკივროდ შეიკრიბა. 



გამომსვლელები საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ მოსწავლეების მიმართ. მონაწილე გუნდები გაამხნევეს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა, რესურსცენტრის უფროსმა ბადრი ქარდავამ, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსმა მედიკო ხვისტანმა.



20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებული სამეულიც გამოვლინდა: 

პირველი ადგილი 85 ქულით 124 წამში მოიპოვა ფანაგის საჯარო სკოლამ. გუნდს ხელმძღვანელობდა მე-6 კლასის მოსწავლე ბარბარე ონიანი, შემადგენლობაში კი შედიოდნენ მოსწავლეები: ელენე ზურაბიანი VI კლასი, მაიზერ ხაბულიანი  VI კლასი და ელენე ზურაბიანი VII კლასი.

მეორე ადგილი 79 ქულით 178 წამში მოიპოვა რცხმელურის საჯარო სკოლის გუნდმა მე-7 კლასელი მარიამ ტვილდიანის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში კი შედიოდნენ მოსწავლეები: ანასტასია ლიპარტელიანი VII კლასი, მარიამ ზურაბიანი VI კლასი და გიორგი გიგანი VI კლასი. 

მესამე ადგილზე მე-7 კლასელი თეკლა ონიანის ხელმძღვანელობით გავიდა სასაშის საჯარო სკოლის გუნდი 77 ქულით, რომლის მოპოვებისთვისაც 170 წამი დასჭირდათ. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ელენე ონიანი VII კლასი, ნინო ონიანი VII კლასი და ანასტასია ონიანი VII კლასი. 


ღონისძიების სრული ფოტომასალა იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

ლენტეხი „გუნდურ ეტალონს“ მასპინძლობს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება