სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ბრაზის მართვის მეთოდები ბავშვებში - რჩევები, რა შეიძლება გააკეთონ უფროსებმა 
26-12-2023
-
+


დღის განმავლობაში, ბავშვებმა ხასიათი შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალონ. როდესაც ბავშვი გაბრაზებულია, ეს რთულია როგორც მისთვის, ასევე, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ზოგიერთი მათგანს ფეთქებადი ხასიათი აქვს და შეიძლება აგრესიულებიც გახდნენ. 

ამ საკითხზე არაერთი ფსიქოლოგი საუბრობს, მათი რჩევების საშუალებით კი, ამასთან გამკლავება შესაძლებელია. ბრაზი პრობლემა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი თავს ვერ აკონტროლებს და ხასიათი მის პროდუქტიულობაზე, სწავლის უნარსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა იცოდნენ, თუ როგორ დაეხმარონ მას. 

აღნიშნულზე ერთ-ერთი უცხოელი ფსიქოლოგის რჩევებს გთავაზობთ. 

ბავშვს გრძნობების გამოხატვა და მათზე საუბარი ასწავლეთ - შესაძლოა, მათი ბრაზის მიზეზი ის იყოს, რომ ზოგიერთ საკითხზე არ საუბრობენ. სთხოვეთ, კონკრეტულად აღგიწერონ, რას გრძნობენ, როდესაც გაბრაზებულები არიან. 

სიბრაზის თერმომეტრი შექმენით - ეს ბავშვს დაეხმარება, დაინახონ, თუ როგორ იზრდება ან მცირდება მისი ბრაზი. ფურცელზე თერმომეტრი დახატეთ. 10 დანაყოფად დაყავით, სადაც 0 აღნიშნავს, რომ საერთოდ არაა გაბრაზებული, 6 - სიბრაზის საშუალო მაჩვენებელია, ხოლო 10 - ცხოვრებაში ყველაზე გაბრაზებულს ნიშნავს. ბავშვს სთხოვეთ, მოგიყვეთ, რას გრძნობენ, თითოეულ ნიშნულზე. ეს მეთოდი მათ ბრაზის ამოცნობასა და მის მართვში ეხმარებათ.

დასამშვიდებლად გეგმა შეიმუშავეთ - ბავშვებს ასწავლეთ, რა შეიძლება გააკეთონ, როდესაც გაბრაზებულები არიან. მაგალითად, ღრმად ისუნთქონ, სასიამოვნო მოგონებაზე იფიქრონ, ივარჯიშონ ან წიგნი წაიკითხონ. კარგი დამამშვიდებელია ხატვა, გაფერადება და ბუნებაში სეირნობა. 

ბავშვები, სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზორში გავრცელებული, ძალადობრივი სცენების ყურებას მოარიდეთ - ეს მათი სიმშვიდისთვის აუცილებელია. როდესაც ბავშვს ბრაზის კონტროლი უჭირს, მისთვის მსგავსი მასალის ყურება არასასურველია, რადგან შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს. 

ტანტრუმს არ დანებდეთ - ზოგჯერ, ბავშვები ხედავენ, რომ ბრაზის, გაჯიუტების მეშვეობით, სურვილების ასრულება შეუძლიათ. მშობლებს კი მხოლოდ ის უნდათ, რომ როგორმე დაწყნარდნენ. ეცადეთ, რომ მის დასამშვიდებლად რაიმე სხვა მოიფიქროთ და კაპრიზებს არ აჰყვეთ. 

რასაკვირველია, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, თუმცა ეს ის რჩევებია, რისი გათვალისწინებაც ღირს. შემდეგ კი თავად მშობელი ნახავს, თუ რა მიდგომა მუშაობს და რა - არა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება