სიახლეები
სიახლეები, სკოლები

„შემაჯამებელ დავალებაში კარგად ჩანს მოსწავლის ცოდნა“ - ლიანა დოლიშვილი, მუხრანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი 
08-12-2023
-
+


ლიანა დოლიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის, მუხრანის N3 საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც არ უშინდება სიახლეებს და თამამად ამბობს, რომ სკოლებისთვის აუცილებელია მუდმივი ცვლილებების რეჟიმში ყოფნა. ახალი გამოწვევების წინაშე და ახალი რეფორმების მოლოდინში, ის განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნავს, აფასებს მინისტრის გადაწყვეტილებებს და აღნიშნავს, რომ სკოლის როლის გაზრდა და მისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება დასაფასებელია.

მოსწავლეთა შეფასების სისტემაზე, ინოვაციურ მიდგომებზე, დიაგნოსტიკური შეფასების დანერგვის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მისაღებ გამოცდებზე სკოლის როლის ამაღლებასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერულ დისბალანსზეც კი, მუხრანის N3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი Etaloni.ge-სთან საუბრობს: 

-  ქალბატონო ლიანა, დღეს სკოლები დიდი ცვლილებების წინაშე არიან, მინისტრმა არაერთი სიახლე დანერგა და დააანონსა, როგორ უყურებთ ამ საკითხს და ხართ თუ არა მზად ახალი გამოწვევებისთვის? 

- სკოლისა და საერთოდ, განათლების სფეროსთვის აუცილებელია მუდმივი ცვლილებები, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად ახალი გამოწვევებისთვის, მივიღოთ სიახლე და გვქონდეს მიზანმიმართული საქმიანობა, ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავამაღლოთ განათლების ხარისხი. სწავლა - მრავალმხრივი ფენომენია და იგი განსაზღვრავს სხვადსხვა ასპექტს, თავისებურად მნიშვნელოვანია მისი შინაგანი ფაქტორები, იქნება ეს ბავშვების დამოკიდებულება, მოტივაცია, მიდგომა თუ სხვა. აუცილებელია, რომ ჩვენ ყოველთვის განვიცდიდეთ ცვლილებებს, რომლებიც უკეთესობისკენ იქნება მიმართული. ყველა სიახლე მოტივაციის მიმცემი იქნება მოსწავლეებისთვის, ისინი სკოლაში მიღებულ ცოდნას, გამომუშავებულ უნარებს, შემდგომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ და რაც მთავარია, შეძლებენ რეალიზებას. 

- პრიორიტეტული გახდა სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭება - რას ფიქრობთ, გახდება სკოლა პრივილეგირებული, შეძლებს დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, იქნება ეს სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის საჭირო გადაწყვეტილება? 

- სკოლებს ავტონომია ნამდვილად გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცალკე გამდგარია სამინისტრო და სრული პასუხისმგებლობა სკოლებზეა დაკისრებული. ჩვენ თანამშრომლობით ვახერხებთ სხვადსხვა საკითხისა თუ პრობლემის გადაჭრას. სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით და ასეც იქნება მომავალში. დასაფასებელია სკოლებსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობა - ეს საერთო საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორია. 

- ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღარ განისაზღვრება საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებების სავალდებულოობა - როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას? 

- ძალიან კარგი სიახლეა, ვფიქრობ,  კარგია, როცა მოსწავლე ორი კომპონენტით ფასდება, საშინაო დავალების საფუძველზე ბავშვის შეფასებას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. შეიძლება მან გამზადებული, გადაწერილი დავალება მოიტანოს და ცხადია, ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, შესაბამისად შეფასებაც არაობიექტური გამოვა. ჩვენ გვირჩევენ და გვაძლევენ არჩევანის თავისუფლებას - ცხადია ეს კარგია, რადგან შეგვიძლია სწორად განვსაჯოთ სიტუაცია და  შესაბამისი მიდგომა გვქონდეს მოსწავლეთა შეფასებისას. 

- აპირებთ დანერგოთ სკოლაში რაიმე ინოვაციური მიდგომა შეფასებისთვის? 

- ჩვენ ვმუშაობთ საკითხზე, როცა გაჟღერდა ეს მოსაზრება, მაშინვე დავიწყეთ ფიქრი, ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ მოსწავლეები მხოლოდ ორი კომპონენტით: საკლასო და შემაჯამებელი დავალებებით შევაფასოთ. 

- მინისტრმა სადიაგნოსტიკო შეფასების დანერგვაც დააანონსა, როგორ ფიქრობთ, ეს მოსწავლეთა ცოდნის შეფასებისთვის რამდენად საჭირო და შედეგიანი იქნება? 

- ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენჯერმე ჩვენც ჩავატარეთ სკოლაში, რაც ბავშვების აფორიაქებას იწვევს, ისტრესებიან. მგონია, რომ ესეც, ისევ სკოლის არჩევანზე უნდა იყოს დამოკიდებული. სადიაგნოსტიკო შეფასება, რომ დოგმად იქცეს და აუცილებელი გახდეს, არ მივიჩნევ მიზანშეწონილად. 

- თუმცა, ხომ მნიშვნელოვანია განსაზღვროთ შეძლეს თუ არა ბავშვებმა კონკრეტული საფეხურის დაძლევა? რა მიდგომაა საჭირო ამისთვის? 

- ჩემი სკოლის გამოცდილებით გეტყვით - მე ვიცი, რა დონის სწავლება გვაქვს, რა ხარისხით მუშაობენ პედაგოგები და შესაბამისად, ვაფასებთ მოსწავლეების ცოდნას, ვიცით მათი მოსწრების დონე და იმასაც კარგად ვსაზღვრავთ, ახერხებენ თუ არა კონკრეტული საფეხურის დაძლევას. სადიაგნოსტიკო შეფასებას არ ვეწინააღმდეგებით, თუმცა მოსწავლის ცოდნის შეფასება სკოლის ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს ისედაც შეგვიძლია, სტრესისა და ფორიაქის გარეშე. არანაკლებია შემაჯამებელი დავალება დიაგნოსტიკურ შეფასებაზე, იქ კარგად ჩანს მოსწავლის ცოდნა. 

- 2027 წლიდან, სკოლის როლი ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც გაიზრდება, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ცვლილება?

- ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე, ბავშვი, რომელსაც 9 ქულაზე დაბალი ნიშანი ჰყავს, არ უნდა ირიცხებოდეს უნივერსიტეტში. უფრო დაბალქულიანმა მოსწავლეებმა სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში უნდა გააგრძელონ, რაც არანაკლები შესაძლებლობაა იმისთვის, რომ დაეუფლო კონკრეტულ საქმიანობას და იქცე პროფესიონალად. ძალიან ბევრი დიპლომიანი ვერ რეალიზდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეტად გართულდეს ეროვნული გამოცდები და ამაღლდეს ბარიერები. 

- ამ შემთხვევაში ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებში იქნება? მასწავლებლების კომპეტენციაში არ ვიჭრებით, თუმცა შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ სკოლებში მოსწავლეთა ობიექტურად შეფასების საკითხი... 

- 100%-ით ვერ დავადასტურებ, რომ მოსწავლეების შეფასება ობიექტურად ხდება, თუმცა ჩემი სკოლის მაგალითით ვმსჯელობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი პედაგოგი არ უკარგავს მოსწავლეს ცოდნასა და შრომას. ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ მოსწავლისთვის ნიშანი დაგვეკლო.

- და ბოლოს, იზრდება მასწავლებლების ანაზღაურება - ეს ფაქტი აღმოფხვრის კადრების სიმცირის პრობლემას და პროფესია ახალგაზრდებში მოთხოვნადი გახდება? 

- რა თქმა უნდა სასიხარულოა, რომ მასწავლებლის შრომა მეტად დაფასდა და გაიზარდა არა დანამატი, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ საბაზო ანაზღაურება. რა დააშავა თუნდაც პრაქტიკოსმა მასწავლებელმა, თანაბარი პირობები მნიშვნელოვანია. მოთხოვნაც ცხადია გაიზრდება, ახალგაზრდებს ექნებათ სტიმული, მათთვის პერსპექტიული პროფესია მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ პროფესიის სათანადოდ დაფასება. მამაკაცებისთვის შეიძლება ჯერ კიდევ არ იყოს დამაკმაყოფილებელი ანაზღაურება, ამიტომაცაა რომ პროცენტულად პედაგოგი ქალები გაცილებით მეტნი არიან, იმედია მსგავსი ნაბიჯებით ეს გენდერული დისბალანსიც აღმოიფხვრება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU-ს იტალიის ქალაქ ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (UniNa) დელეგაცია, რექტორის, პროფესორ მატეო ლორიტოს ხელმძღვანელობით ეწვია

მასწავლებელთა ახალი სტანდარტი დამტკიცდა - დოკუმენტი პროფესიული განათლების პედაგოგებს ეხება

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების მშობელთა პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა“

თოვლი, სეტყვა, ელჭექი... - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

უმაღლესი განათლების მქონეთა დასაქმების მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე მხოლოდ ზოგადი განათლების მქონე პირების - სტატისტიკა 15-29 წლის დასაქმებულ პირებს ეხება

პიროვნება
როგორც პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდა
სკოლები

ამ საქმის სულისჩამდგმელი მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი), იმხანად დეკანოზი დავითი გახლავთ

მოზარდები მათ ინტერესებზე მორგებულ სახალისო  აქტივობებში სიამოვნებით ერთვებიან

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი

საინტერესო

როგორ შეუძლია მასწავლებელს სწავლის განსხვავებული მიდგომების ერთ გავკეთილზე გამოყენება? 

მოსწავლეები ბევრად უფრო მოტივირებულები არიან, მათ ინტელექტუალურ თავსატეხებში წარმატების მიღწევა და მათი ბოლომდე ამოხსნა სურთ

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

სიახლეები
საზოგადოება