სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N212 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
23-10-2025
-
+


ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში. 

ახლახან, სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“, რომელიც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება აღმოჩნდა.

თამაშში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასების მოსწავლეები, რომლებიც წინასწარ ჩამოყალიბებულ გუნდებად იყვნენ გაერთიანებულნი. თითოეულ გუნდს ჰქონდა მიზანი - ეჩვენებინა ცოდნა, სისწრაფე, ლოგიკური აზროვნების უნარი და გუნდური თანამშრომლობა.

ინტელექტუალური შეჯიბრი მოიცავდა სხვადასხვა თემას: ისტორია, გეოგრაფია, მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი და ზოგადი განათლება. თითოეულ ეტაპზე მონაწილეებს უნდა ეპასუხათ როგორც მარტივ, ისე საკმაოდ რთულ კითხვებზე, რაც თამაშს კიდევ უფრო საინტერესოს და დაძაბულს ხდიდა.

მოსწავლეები დიდი მონდომებით და ინტერესით ჩაერთნენ თამაშში - ისინი არა მხოლოდ ცოდნის, არამედ სწრაფი რეაქციის და გუნდური სოლიდარობის წყალობით ცდილობდნენ ქულების მოპოვებას. დარბაზში შესამჩნევი იყო ემოციები, მხიარულება და გამარჯვების ჟინი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ინტელექტის, პასუხისმგებლობისა და მოტივაციის განვითარებას.

თამაშის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, მე-10 კლასი, რომელმაც განსაკუთრებული შედეგები აჩვენა

სკოლაში ულოცავენ გამარჯვებულებს და ახარებთ მათი მონდომება. 

„სკოლა ულოცავს ყველა მონაწილეს აქტიურობას, ცოდნის მიმართ სიყვარულს და წარმატებას უსურვებს მომავალ ინტელექტუალურ კონკურსებში!“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ თამაში წარიმართა საინტერესო და მეგობრულ ატმოსფეროში, რამაც კიდევ უფრო ამაღელვებელი გახადა ღონისძიება.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეების ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას და მათ შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას.

სკოლაში, ინტელექტუალურ თამაშს ორგანიზება გაუწია ისტორიის პედაგოგმა - ირმა დორეულმა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება