სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დაიწყო მოსწავლეების საჯარო დებატების ციკლი
09-11-2023
-
+


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დაიწყო მოსწავლეების საჯარო დებატების ციკლი.

მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მასშტაბით 900-ზე მეტი საჯარო სკოლის მოსწავლე. სემეკისა და დებატების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივა პროექტს „დებატები უკეთესი განათლების“ ფარგლებში განხორციელდება. პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ დებატების ახალი პროექტის გახსნის ღონისძიებაზე სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მოსწავლეებში დებატების უნარ-ჩვევების განვითარების აუცილებლობასა და სადებატო თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისასალმებელია, რომ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეებში, მოდებატეებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების გამოყენების შესახებ სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას. ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას და აუცილებელია, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული ყველა იმ რესურსზე, რომელსაც ეფუძნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით არაერთი განვითარებული ქვეყნის ენერგეტიკული მომავალი.

„სემეკი მაქსიმალურად ხელს უწყობს მოსწავლეების დაინტერესებას ენერგეტიკის საკითხებით. ვიმედოვნებ, რომ სადებატო თემა იქნება მონაწილეებისთვის საინტერესო, მათ ცენტრის მოწვეული ლექტორებისა და სემეკის წარმომადგენლების მიერ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ ყველა აქტუალურ საკითხზე“ - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თავმჯდომარე, თინათინ ცერცვაძე და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენელი, მაიკო ჩიტაშვილი. მათ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, დებატებში მონაწილე სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით დებატები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეების, დებატების კლუბების წარმომადგენელთა ჩართულობით. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დებატების ჩატარება ქ. ზუგდიდში. პროექტის ფარგლებში გამარჯვებულები მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვლინდებიან.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას, კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტაციის უნარის, მასალების მოძიების, ორატორობის, გუნდური მუშაობის, დროის მენეჯმენტის ჩვევების ჩამოყალიბებას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება