სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მინიმალური ქულები, ტესტის დეტალები და ვადები... - NAEC აქტუალურ კითხვებს პასუხობს
09-11-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სასწავლო ოლიმპიადის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს:

სად და როგორ უნდა გავიაროთ რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის? 

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის რეგისტრაცია ონლაინ მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რეგისტრაციისათვის შექმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც ამ პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს. დეტალურ ინსტრუქციაში პროცესის სრული აღწერილობაა მოცემული.

ვის აქვს ოლიმპიადში მონაწილეობის უფლება? 

ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მსურველს.

რამდენი ქულა უნდა დავაგროვო მეორე ტურში გადასასვლელად? 

პირველი ტურის გამარჯვებულია, ანუ მეორე ტურში გადადის ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფის ქულას).

როგორ მოვემზადოთ ოლიმპიადისათვის? 

ყველა საგნობრივ ტესტში გამოყენებული იქნება X, XI და XII კლასების სასწავლო მასალა. მოსწავლეები შეასრულებენ ერთ ტესტს ყველა საგანში, გარდა მათემატიკისა და ფიზიკისა. ამ ორ საგანში ცალკე იქნება ტესტი, რომელშიც მოცემული იქნება X კლასის მასალა და ცალკე - XI და XII კლასების საკითხები. ამდენად, მათემატიკასა და ფიზიკაში მოსწავლეს საშუალება ექნება აირჩიოს ორი ტესტიდან ერთ-ერთი და ის შეასრულოს. 

დავალებების ტიპის გასაცნობად მოსწავლეს ასევე დაეხმარება წინა წლებში გამოყენებული ტესტები, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

როდის ტარდება ოლიმპიადა? 

ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარება ნოემბერში, მეორე ტურის ჩატარება კი,  სავარაუდოდ, იანვარში იგეგმება. ბოლო, მესამე ტური უკვე გაზაფხულზე ტარდება. კონკრეტული თარიღები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

პირველი ტური ისევ ონლაინ ჩატარდება?

დიახ, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური წელსაც ონლაინ ფორმატით ტარდება. ბმული და ასევე  დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge ოლიმპიადის ჩატარების დღეს გამოქვეყნდება.

ვინ ხდება ოლიმპიადის გამარჯვებული?

ოლიმპიადის გამარჯვებულნი იქნებიან ის მოსწავლეები, რომლებიც  მესამე ტურში დააგროვებენ შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და რეიტინგულ სიაში გადანაწილდებიან პირველ ათ ადგილზე. გამარჯვებული იქნება  ასევე ის მონაწილეც, რომლის ქულა დაემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.

თუ ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სიის პირველ ათ  მონაწილეს ექნება თანაბარი ქულა, მაშინ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე  მონაწილეების მეორე ტურში მიღებული შედეგები. საჭიროების შემთხვევაში კი პირველი ტურის შედეგებიც.

საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები დიპლომებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება