სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ - მარაბდის საჯარო სკოლაში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
06-11-2023
-
+


9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მე-8 კლასში, ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილს, ისტორიის პედაგოგი -თამრიკო ფიჩხულაშვილი და ქართულ ენასა და ლიტერატურის პედაგოგი - მერი გამრეკელაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლეგენდარული ნოდარ დუმბაძის „ბოშების“, შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად უყურეს ფილმს - „ჩემი ბოშები“, ლეილა გორდელაძის რეჟისორობით.

მოსწავლეებმა, იმსჯელეს მოთხრობისა და ფილმის მსგავსება-განსხვავებაზე, პერსონაჟთა ხასიათსა და თავისებურებებზე. ასევე, შეასრულეს ჯგუფური სამუშაოები, გამოთქვეს მოსაზრებები მოთხრობაში ავტორის მხატვრულ ხერხებზე, დიალექტსა და პერსონაჟთა მხატვრულ სახეებზე.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ჯგუფურად წარმოაჩინეს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: ბოშათა ისტორია, საცხოვრებელი გარემო, ფოლკლორი, ენის წარმოშობა, ტრადიციები, რწმენა-წარმოდგენები, ნაციონალური სიმბოლოები, ბოშათა წარსულის გადმონაშთები და მათი ცხოვრება დღეს.

ბოლოს კი, მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი ნოდარ დუმბაძის შემოქმედების თემატიკის სათაურით - „სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი“.

ასევე, ბავშვებმა, დაწერეს თავისუფალი თემა „ბოშების“ მიხედვით - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“. 

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება